
ესპანეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა
იმედი|imedinews.ge
ესპანეთის ჩრდილოეთით, ლეონის პროვინციაში, უეცარი წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად სულ მცირე 2 ქალი დაიღუპა და 2 არასრულწლოვანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, შაბათს, ქალაქების მანსანედო-დე-ვალდუესასა და ბუსასის მიდამოებში ძლიერი შტორმი დაფიქსირდა, რამაც უეცარი მეწყერი და წყალდიდობა გამოიწვია.
წყაროების ცნობით, წყალდიდობამ დატბორა ღვინის მარანი, რომელშიც 6 ადამიანი იმყოფებოდა. 2 ზრდასრული ქალი დაიღუპა, 2 არასრულწლოვანს კი მსუბუქი დაზიანებების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge