მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euractiv: რუმინეთთან გაერთიანებას მოლდოველების 40% უჭერს მხარს
Euractiv: რუმინეთთან გაერთიანებას მოლდოველების 40% უჭერს მხარს

Euractiv: რუმინეთთან გაერთიანებას მოლდოველების 40% უჭერს მხარს

იმედი|imedinews.ge

მოლდოვაში რუმინეთთან გაერთიანებას მოლდოველების 40% უჭერს მხარს. ინფორმაციას Euractiv-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საუბარია მოლდოვის 850 ათას მოქალაქეზე, რომლებსაც რუმინული მოქალაქეობაც აქვთ. მოლდოვაში სულ 2,4 მილიონი ადამიანი ცხოვრობს.

როგორც გამოცემა იუწყება, მოლდოვა, რომელსაც ენობრივი და კულტურული კავშირები აქვს რუმინეთთან და უკანასკნელი ორი ასწლეულის განმავლობაში ჯერ რუსეთის იმპერიის, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, გაერთიანების საკითხის თვალსაზრისით ჯერ კიდევ გაყოფილია.

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილის იულიან ფოტას განცხადებით, ორი ქვეყნის გაერთიანება შეუძლებელი არ არის, თუმცა არსებობს პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სირთულეები.

„საერთაშორისო სამართალი საზღვრების შეცვლას უშვებს, თუ ორივე ქვეყანა თანახმაა. შესაბამისად, ამაში რთული არაფერია“, - განაცხადა ფოტამ.

ერთ-ერთ სერიოზულ პრობლემად ფოტას მიაჩნია ის გარემოება, შეძლებს, თუ არა რუმინეთი მოლდოვის დაფინანსებას. „მოლდოველები ელიან, რომ გაერთიანების პირველივე დღიდან მათი ხელფასები და პენსიები რუმინულს გაუთანაბრდება“, - დასძინა მან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი