მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს
Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს

Euronews: აშშ-ის სენატის კანონპროექტმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ შესაძლოა ევროპელი მოკავშირეები დააზარალოს

იმედი|imedinews.ge

Euronews-ის ინფორმაციით, ბოლო წლინახევრის განმავლობაში ევროპელები ვაშინგტონს მოუწოდებდნენ, საკუთარი ფინანსური შესაძლებლობები გამოეყენებინა და რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციები დაეწესებინა, თუმცა, შესაძლოა, მალე თავად ინანონ ამ მოწოდების გამო.

კანონპროექტმა, რომელიც ამჟამად აშშ-ის სენატში განიხილება და რომლის ოფიციალური მიზანი მოსკოვის ომის ფინანსური რესურსების შეზღუდვაა, შესაძლოა პრეზიდენტს დონალდ ტრამპს ახალი ინსტრუმენტი მისცეს, რათა მძიმე ტარიფები დაუწესოს როგორც მოკავშირეებს, ისე მოწინააღმდეგეებს.

კანონპროექტის ინიციატორები თავდაპირველად უკრაინის აქტიური მხარდამჭერები - „რესპუბლიკელი“ სენატორი ლინდსი გრემი და „დემოკრატი“ სენატორი რიჩარდ ბლუმენტალი იყვნენ. მათი მიზანი იყო ტრამპზე ზეწოლის მოხდენა, რათა მას კრემლის წინააღმდეგ სანქციები გაემკაცრებინა, თუმცა პრეზიდენტი ამ ნაბიჯის გადადგმას მუდმივად თავს არიდებდა.

გასულ თვეში გრემის მოულოდნელმა გარდაცვალებამ შეჩერებულ ინიციატივას ახალი იმპულსი მისცა. მისი კოლეგები სენატში ცდილობენ, კანონპროექტი მის მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო აქტად აქციონ. თუმცა, დოკუმენტის მომავალი კვლავ გაურკვეველია, რადგან წარმომადგენელთა პალატა საზაფხულო არდადეგებზე გავიდა.

კანონპროექტი რუსეთის წინააღმდეგ ფართო მასშტაბის პირველადი სანქციებისა და შეზღუდვების დაწესებას ითვალისწინებს, მათ შორის რუსულ ბანკებთან და ფინანსურ ინსტიტუტებთან ოპერაციების აკრძალვას. სანქციების სამიზნეები ასევე იქნებიან სახელმწიფო მოხელეები, ოლიგარქები და ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემები.

თუმცა, დოკუმენტს ახლავს სადავო ნაწილიც. ასე, მაგალითად, კანონპროექტის 113-ე მუხლი აშშ-ის პრეზიდენტს უფლებას ანიჭებს, 100%-მდე ტარიფები დააწესოს იმ ქვეყნების ყველა იმპორტირებულ საქონელზე, რომლებიც ან რუსეთის ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს იმპორტიორს შორის არიან, ან ხელს უწყობენ რუსული ენერგორესურსების წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გვერდის ავლას.

სამიზნე გახდებიან ასევე ქვეყნები, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის „ახალ შესყიდვებს“ განახორციელებენ. იმის განსაზღვრა, თუ რომელი ქვეყანა მოხვდება ამ კატეგორიაში, მთლიანად თეთრი სახლის უფლებამოსილება იქნება.

კანონპროექტის მხარდამჭერები არაერთხელ აცხადებდნენ, რომ მეორადი ტარიფები ძირითადად ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ იქნება მიმართული, რადგან სწორედ მათი რუსული წიაღისეული საწვავის მოხმარება ეხმარება მოსკოვს ომის დაფინანსებაში მნიშვნელოვანი შემოსავლების მიღებაში.

თუმცა, ექსპერტები და მკვლევრები ამბობენ, რომ ამ დებულებამ შესაძლოა პრაქტიკაში გაცილებით ფართო და არაპროგნოზირებადი შედეგები გამოიწვიოს. მათი შეფასებით, პრეზიდენტის უფლებამოსილების გაფართოებამ, ტერმინების ბუნდოვანმა განმარტებამ და კონგრესის არასაკმარისმა ზედამხედველობამ ტრამპს შესაძლოა, მისცეს შესაძლებლობა, მაღალი ტარიფების გამოყენებით შეცვალოს სავაჭრო და დიპლომატიური ურთიერთობების წესები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: რუსეთის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 229 სტატია.

  • რუსეთმა დაზიანებული ნავთობ-ქარხნების ჯერ ნახევარიც ვერ აღადგინაBM.GE
  • ზურაბიშვილის მძიმე ბრალდებები ივანიშვილის პარტიას - მეხუთე პრეზიდენტმა "ოცნება" რუსეთის დახმარებაში დაადანაშაულატვ პირველი
  • უკრაინამ რუსეთის ქალაქ პენზაში Wildberries-ის საწყობზე იერიში მიიტანაფორმულა
  • ნანა კაკაბაძე: დასავლეთი უზარმაზარ ფულს დებს უკრაინის ომის გახანგრძლივებაში, მიაჩნიათ, რომ მოვიდა რუსეთის დაშლა-დასუსტების, მისი წიაღისეულის დაპატრონების დრო. უკრაინელთა გენოფონდის განადგურება, ქვეყნის ნგრევა დემოკრატიის სახელით კეთდება რუსთავი 2
რუსეთის →სანქციების →

მსგავსი სტატიები

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა

იმედი

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის

იმედი

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

ისტორიაში პირველად საქართველოში „ბარსელონას" აკადემიის ხელბურთის ბანაკი მოეწყო

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას

მაკა ბოჭორიშვილი აზიის ქვეყნებთან ურთიერთობაზე: მნიშვნელოვანია განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილოთ სწორედ იმ ქვეყნებზე, რომლებიც არიან მზარდი ეკონომიკები და რომლებიც აცნობიერებენ დღევანდელ გეოპოლიტიკურ მოცემულობაში საქართველოს მნიშვნელობას

იმედი