მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო
Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო

Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო

იმედი|imedinews.ge

ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

როგორც ტელეარხი იუწყება, გადაწყვეტილება საპარლამენტო პროცედურაში არსებული მექანიზმის გამოყენებით მიიღეს, რის გამოც რეგულაციის არსზე პირდაპირი კენჭისყრა არ ჩატარებულა.

Chat Control 1.0 წარმოადგენს ePrivacy-ის წესებიდან დროებით გამონაკლისს, რომელიც ონლაინ სივრცეში ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის მასალების გამოვლენას ისახავს მიზნად.

რეგულაცია 2028 წლის 3 აპრილამდე დარჩება ძალაში. ამ პერიოდში ევროკავშირის ინსტიტუტები Chat Control 2.0-ზე - განახლებული საკანონმდებლო ჩარჩოს შესახებ - მოლაპარაკებებს გააგრძელებენ.

Euronews-ის ინფორმაციით, მარტში ევროპარლამენტმა Chat Control 1.0-ის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი არ დაუჭირა მას შემდეგ, რაც შემდგომი მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა.

ივნისის ბოლოს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა რობერტა მეცოლამ საკითხი ხელახლა დააბრუნა დღის წესრიგში და ევროკავშირის საბჭოს გადაუგზავნა. მისი განცხადებით, რეგულაციის ვადის გასვლამ ბავშვების ონლაინ დაცვის მიმართულებით სახიფათო სამართლებრივი ვაკუუმი შექმნა.

ამის შემდეგ ევროკავშირის საბჭომ დოკუმენტი ზაფხულის არდადეგების დაწყების პერიოდში კვლავ ევროპარლამენტს დაუბრუნა, როდესაც მისი ხელახლა დაბლოკვისთვის საჭირო მხარდაჭერის მობილიზება გაცილებით რთული იყო.

კენჭისყრისას 314 დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო 276-მა მხარი დაუჭირა წინადადებას. მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობა რეგულაციის წინააღმდეგი იყო, მეორე მოსმენის წესების თანახმად, მის სრულად დასაბლოკად საჭირო იყო აბსოლუტური უმრავლესობა - 361 ხმა (სულ 720 დეპუტატიდან), თუმცა, ოპონენტებმა ხმების საკმარისი რაოდენობა ვერ მოაგროვეს.

შედეგად, რეგულაციის მოქმედების ვადა 2028 წლის 3 აპრილამდე გახანგრძლივდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრო შეურაცხყოფის ფაქტებს ყოველდღიურად ავლენს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რევოლუციის მცდელობები, დესტაბილიზაციის სურვილი და ანტისახელმწიფოებრივი კამპანიები - ოპოზიციის ქმედებების შეჯამება მმართველი გუნდისგან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

აბასთუმნის რეაბილიტაცია და პოლიტიკური სპეკულაციების ახალი ტალღა. მმართველი გუნდის პასუხი ოპონენტებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

იერიში სოციალური სოლიდარობის უპრეცედენტო პროექტზე - ფონდი „ქართუ“ ასობით ათასი მოქალაქისთვის სესხების ჩამოწერის პროგრამის ირგვლივ გავრცელებულ ბრალდებებს და დეზინფორმაციას პასუხობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი