მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Euronews: გერმანიის თავდაცვის სფეროში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა
Euronews: გერმანიის თავდაცვის სფეროში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა

Euronews: გერმანიის თავდაცვის სფეროში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის თავდაცვის სფეროში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობა მკვეთრად შემცირდა, მაშინ როდესაც სამხედრო სფეროსა და თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხარდაჭერა კვლავ განაგრძობს ზრდას, - წერს გამოცემა Euronews-ი.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ, გერმანიის შეიარაღებული ძალები გერმანიის პოლიტიკური დებატების ცენტრში მოექცა, რასაც თან ახლავს დისკუსიები ხელახალი შეიარაღების, სავალდებულო სამხედრო სამსახურისა და თავდაცვის ხარჯების მკვეთრი გაზრდის შესახებ.

„მაგრამ როგორ უყურებენ სინამდვილეში გერმანელები საკუთარ შეიარაღებულ ძალებს და შეიცვალა თუ არა საზოგადოებრივი აზრი ბოლო წლებში?“ - აღნიშნავს Euronews-ი.

ტიმო გრაფმა, პოტსდამში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ისტორიისა და სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის უფროსმა მკვლევარმა, ეს კითხვები თავის კვლევაში - „გერმანია სამხედრო ლიდერის როლში? საზოგადოებრივი აზრი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკაზე გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში 2025“ - შეისწავლა.

ეს კვლევა ყოველწლიური გამოკითხვების გრძელვადიანი სერიის ნაწილია, რომელიც სათავეს 1996 წლიდან იღებს.

„ეს კვლევა, რომელიც მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისგან დამოუკიდებლად ჩატარდა, იშვიათ შესაძლებლობას გვაძლევს დავინახოთ, თუ როგორ შეიცვალა დროთა განმავლობაში გერმანელების დამოკიდებულება უსაფრთხოების, თავდაცვისა და სამხედრო სფეროს მიმართ. დაახლოებით 300 კითხვის გამოყენებით, ნაშრომი შეისწავლის საზოგადოებრივ აზრს საგარეო პოლიტიკის, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე, ისევე როგორც თავად ბუნდესვერის აღქმას“, - წერს Euronews-ი.

„2022 წლიდან მოყოლებული, ჩვენ ვხედავთ ნამდვილ გარდამტეხ მომენტს იმ მიდგომაში, თუ როგორ ფიქრობენ გერმანელები თავდაცვაზე. 2025 წელს მონაცემებში ყველაზე მკაფიო ტენდენცია იყო ამერიკის შეერთებული შტატების, როგორც ნატოს მოკავშირის მიმართ ნდობის მკვეთრი ვარდნა. კონკრეტული კითხვის მიხედვით, ნდობა 28 პროცენტული პუნქტითაც კი შემცირდა. ამავდროულად, მაჩვენებლები მიუთითებს გერმანელების მზარდ მზაობაზე, მეტი ინვესტიცია ჩადონ საკუთარი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაში. 2022 წლამდე თავდაცვის ხარჯების გაზრდის მხარდაჭერა შედარებით ზომიერი იყო. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბური შეჭრის შემდეგ კი ის მკვეთრად გაიზარდა და მას მერე 60%-ზე ოდნავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება. მოგვიანებით, ჩვენ ვიხილეთ ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო მეტი ზრდა, რაც ე.წ. „ტრამპის ეფექტმა“ გამოიწვია“, - აღნიშნავს ტიმო გრაფი.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

POLITICO: აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე

POLITICO: აშშ ნუუკში ახალ საკონსულოს გახსნის, რითაც გააძლიერებს თავის წარმომადგენლობას გრენლანდიაზე

იმედი

პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა

პუტინი: ბირთვული იარაღის გამოყენება ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფის უკიდურესი ზომაა

იმედი

თამარ იოსელიანი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება

თამარ იოსელიანი: საქართველოს სატრანსპორტო-ლოგისტიკური დერეფნის მიმართ საერთაშორისო ინტერესისა და დატვირთვის ზრდა გრძელდება

იმედი

ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა,  რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია

ზურაბ ქადაგიძე: 26 მაისი მორალური პრინციპების გათელვით, ოპოზიციის მიერ ტექნიკურად შემოგდებული თემაა. ეს სწორედ ის ამორალური კასტაა, რომლის კისერზეცაა 15 წლის წინანდელი 26 მაისის აქციის ტრაგედია

იმედი