მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა
ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა

ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებული კადრებზე ამტკიცებს, რომ პოლიცია „პროევროპელ დემონსტრანტებს“ უსწორდება, მიუხედავად იმისა, რომ შემთხვევა 2022 წელს მოხდა

იმედი|imedinews.ge

პოლონელი ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა გუშინ „ტვ პირველის“ მიერ გავრცელებულ კადრებს, სადაც პოლიციელები დაკავებულებზე ძალადობენ, სოციალურ ქსელ X-ში გამოეხმაურა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პროკურატურამ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადებები გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ კადრებზე აღბეჭდილი შემთხვევა 2022 წელს მოხდა, ხოლო ინციდენტში მონაწილე ყველა პოლიციელი დაკავებულია, ევროდეპუტატი ამტკიცებს, რომ სამართალდამცველები აქციების „პროევროპელ“ მონაწილეებს სჯიან იმის გამო, რომ ისინი ევროპულ მომავალს ითხოვენ.

„ქართველ პროევროპელ დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდებიან, აწამებენ და მათზე ძალადობენ ევროპული მომავლის მოთხოვნის გამო. საერთაშორისო საზოგადოებამ რეაგირება უნდა მოახდინოს. საჭიროა მეტი სანქციები ივანიშვილისა და ამ რეპრესიებისთვის პასუხისმგებელი თანამდებობის პირების მიმართ“, - დაწერა ბრეიზამ.

Georgia’s pro-European protesters are being brutally beaten, tortured and abused for demanding a European future. The international community must respond. More sanctions are needed against Ivanishvili and the officials responsible for this repression. 🇵🇱🇬🇪🇪🇺#StandWithGeorgia pic.twitter.com/hwb905Gzyl — Krzysztof Brejza (@krzysztofbrejza) June 12, 2026

როგორც ცნობილია, პოლიციელების მიერ მოქალაქეებს ცემის შესახებ „ტვ პირველის“ გადაცემის ანონსს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელშიც აღნიშნულია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ ფაქტს და სამივე პოლიციელი დაკავებულია. „ჩვენთვის ცნობილია, რომ ეს ინფორმაცია აქვთ ანონსის გამავრცელებელ ჟურნალისტებსაც, თუმცა მათ აღნიშნული ინფორმაცია გადაცემის ანონსში შეგნებულად არ ჩასვეს, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას ისახავს მიზნად", - ნათქვამია განცხადებაში.

ანონსთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა საქართველოს პროკურატურამაც. „გავრცელდა „ტვ პირველის“ ანონსი პოლიციაში ჩადენილი დანაშაულის შესახებ, რომელზეც დღეს მოგვმართა ნოდარ მელაძემ. მიუხედავად იმისა, რომ მას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ საქმე ეხება 2022 წელს მომხდარ დანაშაულს და დანაშაულის ჩამდენი სამივე პოლიციელი დაკავებულია, სამწუხაროდ, ეს ინფორმაცია მან გადაცემის ანონსში არ ჩასვა", - აცხადებს პროკურატურა.

ასევე ცნობილია, რომ ინფორმაცია, რომელიც „ტვ პირველმა“ გუშინდელ ანონსში დამალა, 23 თებერვალს თავადაც გაავრცელა, რომ ძალადობაში მონაწილე პოლიციელები დააკავეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

ახალციხეში, გვარამაძის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო პროექტი დასრულდა

იმედი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ აღარ აპირებენ ენის მოჩლექით ვინმესთან საუბარს

იმედი

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

პარლამენტში დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ

იმედი

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

სოფელ ხინოწმინდაში სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ აღნიშნეს

იმედი