
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს
ვფიქრობ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე, როგორც ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ მოძრაობებს მხარი დაუჭირონ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან ადამ ბოდნარმა.
მისი თქმით, ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდაგააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს.
„ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს“, - განაცხადა ადამ ბოდნარმა.
ევროსაბჭოში, საქართველოზე დებატები დღის მეორე ნახევარში დაიწყება. დღესვე მიიღებენ რეზოლუციას, რომელიც იმეორებს იმ ჩანაწერებს, რაც ბოლო პერიოდში ჩვენი ქვეყნის მიმართ მიიღება.
იმედი
წყარო: imedinews.ge