მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა
FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც გამოუცხადა

იმედი|imedinews.ge

ევროპის საფეხბურთო ასოციაციების კავშირის (UEFA) და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის საფეხბურთო ორგანიზაციის (CONCACAF) შემდეგ FIFA-ს ბოიკოტი აზიის ფეხბურთის კონფედერაციამაც (AFC) გამოუცხადა.

როგორც AFC-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ბოიკოტის მიზეზი FIFA-ს პრეზიდენტის ჯანი ინფანტინოს მიერ მსოფლიო ჩემპიონატის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით გაჟღერებული იდეაა.

„AFC სოლიდარობას უცხადებს UEFA-სა და CONCACAF-ს და იზიარებს მათ სერიოზულ შეშფოთებას FIFA-ს წინადადების გამო, რომელიც FIFA-ს უმთავრეს ტურნირებში კერძო ინვესტიციების შემოტანას და [FIFA-ს შვილობილ კომპანია] FFE-თან დაკავშირებულ გადაწყვეტილების მიღების პროცესს ეხება.

ის ფაქტი, რომ ვითარებამ იქამდე მიაღწია, რომ FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის შესაძლო ბოიკოტის საკითხი უკვე საჯარო განხილვის საგანი გახდა, უნდა აღელვებდეს ყველას, ვისაც ფეხბურთის მომავალი აინტერესებს. ფეხბურთი არასოდეს უნდა აღმოჩენილიყო ასეთ მდგომარეობაში.

ამ ფონზე, UEFA-სა და CONCACAF-ის მიერ მკაფიოდ გამოხატული პოზიციებისა და საფეხბურთო სამყაროში წარმოქმნილი უპრეცედენტო დაპირისპირების გათვალისწინებით, AFC მიიჩნევს, რომ შემოთავაზებული FFE რეალურად ვერ შეძლებს იმ ფართო კონსენსუსისა და ერთიანობის მიღწევას, რაც მისი განხორციელებისთვის აუცილებელია“, - აღნიშნულია განცხადებაში.

FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატი გლობალური ფეხბურთის უმაღლესი მწვერვალია და მისი ძალა ეფუძნება ყველა კონფედერაციისა და მსოფლიოს წამყვანი საფეხბურთო ქვეყნების მონაწილეობას. ნებისმიერი ინიციატივა, რომელიც ტურნირის ერთიანობისა და უნივერსალური ხასიათის შელახვის რისკს ქმნის, ხელახლა უნდა გადაიხედოს, აცხადებენ აზიის ფეხბურთის კონფედერაციაში.

AFC მოუწოდებს FIFA-ს, დაუყოვნებლივ გადახედოს მმართველობისა და გადაწყვეტილების მიღების საკუთარ სისტემას, რათა გლობალური მნიშვნელობის მქონე წინადადებები შემუშავდეს სათანადო კონსულტაციების, რეალური ჩართულობისა და ფიფას ოფიციალური ორგანოების შესაბამისი ზედამხედველობის საფუძველზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა წელს სტუდენტების მეშვიდე ნაკადი მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მეორად ჩარიცხვებზე განაცხადების გაკეთება დაიწყო. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო, მთავარი სატრანსპორტო კვანძი რეგიონში - რეკორდული მაჩვენებლები საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საპენსიო დავალიანების გადახდის შემთხვევაში დამსაქმებლებს ჯარიმები ჩამოეწერებათ - კანონპროექტის განხილვა პარლამენტში იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი