მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული შოკის გამო, აპრილში ევროზონაში ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა
Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული შოკის გამო, აპრილში ევროზონაში ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა

Financial Times: ახლო აღმოსავლეთში ენერგეტიკული შოკის გამო, აპრილში ევროზონაში ინფლაცია 3%-მდე გაიზარდა

იმედი|imedinews.ge

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, აპრილში ევროზონაში ინფლაცია მოსალოდნელზე მეტად, 3%-მდე გაიზარდა, რაც ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გამო შექმნილი ენერგეტიკული შოკით არის გამოწვეული.

მარტში ინფლაციის მაჩვენებელი 2,6% იყო, თუმცა Reuters-ის მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ეკონომისტები აპრილში ინფლაციას 2,9% ნიშნულზე ვარაუდობდნენ.

როგორც Financial Times-ი წერს, უკვე მეორე თვეა, რაც ევროზონაში ინფლაცია 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს აღემატება.

გამოცემის ცნობით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ევროზონაში ეკონომიკის ზრდა 0,1%-მდე შენელდა. ესეც ენერგომატარებლებზე ფასების მატებით არის განპირობებული.

როგორც გამოცემა იუწყება, ნავთობის ფასის მატების გამო, ინფლაციის მაჩვენებლის მდგრადობა ეჭვქვეშ დადგა, რის შედეგადაც ევროპული აქციები და სახელმწიფო ობლიგაციები დიდ წნეხს განიცდიან.

გერმანიის ათწლიანი ფასიანი ქაღალდებისგან მიღებული შემოსავალი დილის ვაჭრობისას 2011 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულს მიუახლოვდა. ათწლიანი სარგებელი 3,13%-მდე გაიზარდა, თუმცა შემდეგ მცირედით შემცირდა და დღის განმავლობაში 3,11%-იან ნიშნულზე ვაჭრობდა.

დიდი ბრიტანეთის ათწლიანი სახელმწიფო ობლიგაციების შემოსავალი, რომელიც 2008 წლის შემდეგ უმაღლეს ნიშნულთან ახლოსაა, 0,01 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 5,1% შეადგინა.

Stoxx Europe 600-ის ინდექსი 0,1%-ით დაეცა.

Financial Times-ის ინფორმაციით, Brent-ის მარკის ნავთობი 7%-ით გაძვირდა და ბარელზე 126 დოლარს მიაღწია. ინვესტორები შიშობენ, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით გლობალური ენერგომომარაგება ხანგრძლივად შეფერხდება.

ნავთობის ბაზრებზე არასტაბილურობა იმ დროს ხდება, როდესაც ინგლისის ბანკი და ევროპის ცენტრალური ბანკი საპროცენტო განაკვეთებთან დაკავშირებით მორიგ გადაწყვეტილებებს ამზადებენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი