მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ევროკავშირი უკრაინას დაფინანსების მისაღებად დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს
Financial Times: ევროკავშირი უკრაინას დაფინანსების მისაღებად დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

Financial Times: ევროკავშირი უკრაინას დაფინანსების მისაღებად დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს

იმედი|imedinews.ge

ევროკავშირი უკრაინას დამატებითი რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებს, რაც კიევს ახალი ფინანსური დახმარების მისაღებად პირობების შესრულებაში დაეხმარება. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

ამასთან, როგორც გამოცემა იუწყება, ბრიუსელმა უარი თქვა უკრაინის მოთხოვნაზე, მიმდინარე წელს დამატებითი დაფინანსება წინასწარ გამოყოს და განაცხადა, რომ ახალი თანხების მისაღებად უკრაინამ უკვე ნაკისრი რეფორმები უნდა განახორციელოს.

ევროკავშირის გადაწყვეტილება იმ ფონზე მიიღეს, როდესაც უკრაინა რუსეთის მიერ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე გახშირებულ თავდასხმებს ებრძვის, ხოლო ქვეყნის პარლამენტი ევროკავშირისგან და სხვა დონორებისგან დახმარების მისაღებად აუცილებელი რეფორმების გატარებას ცდილობს.

გამოცემის ინფორმაციით, ზაფხულში უკრაინამ სამხედრო საჭიროებებისთვის დამატებით 27 მილიარდი დოლარი განსაზღვრა და ევროკომისიას სთხოვა, 2027 წლისთვის გათვალისწინებული თანხების ნაწილი წინასწარ გამოეყო. საუბარია 90 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის სესხზე, რომელიც გასული წლის ბოლოს შეთანხმდა და 2026-2027 წლებში უკრაინის ფინანსური საჭიროებების უდიდესი ნაწილის დაფარვას ითვალისწინებს.

სესხის ფარგლებში უკრაინას ყოველწლიურად 45 მილიარდ ევრომდე თანხის მიღება შეუძლია, თუმცა ამისთვის კონკრეტული რეფორმების ეტაპების შესრულებაა საჭირო. ამ წელს ჯერჯერობით 15,7 მილიარდი ევროა გაცემული, რაც ნაწილობრივ სწორედ რეფორმების შესრულების შეფერხებამ განაპირობა, წერს Financial Times-ი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ დამატებითი დაფინანსება ქვეყანას სასწრაფოდ სჭირდება, მათ შორის დრონებისა და რაკეტების საწინააღმდეგო სისტემების წარმოების გასაზრდელად, რადგან რუსეთი ზამთრის მოახლოებასთან ერთად უკრაინის ქალაქებსა და კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე საჰაერო თავდასხმებს აძლიერებს.

თუმცა, ბრიუსელმა 2027 წლის დაფინანსების წინასწარ გამოყოფაზე უარი თქვა და კიევს იმ პირობების შესრულებისკენ მოუწოდა, რომელთა დაკმაყოფილების შემთხვევაში უკრაინას მიმდინარე წელს დაახლოებით 34 მილიარდი ევროს ოდენობის ევროკავშირის დახმარების მიღება შეეძლება.

ხუთშაბათს გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში უკრაინამ და ევროკომისიამ აღნიშნეს, რომ „იდენტიფიცირებულია საშუალებები უკრაინის 2026 წლის საბიუჯეტო და თავდაცვის საჭიროებების დასაფარად“. ამასთან, მხარეებმა დაადასტურეს ის ნაბიჯებიც, რომლებიც თანხების დროულად გასაცემად არის საჭირო, აღნიშნულია სტატიაში.

რეფორმებს შორის, რომელთა განხორციელებასაც ევროკავშირი უკრაინისგან ითხოვს, არის მცირე ამანათებისთვის დღგ-ის შეღავათის გაუქმება და ციფრული პლატფორმებისთვის ახალი საგადასახადო წესების შემოღება.

ორივე კანონპროექტი უკრაინის პარლამენტმა უკვე დაამტკიცა, თუმცა მათში შეტანილია სადავო შესწორება, რომელიც პოლიტიკურად მნიშვნელოვან პირებთან დაკავშირებულ რეგულაციებს ასუსტებს. აღნიშნული წესების გამკაცრება ევროკავშირმა უკრაინაში ანტიკორუფციული მექანიზმების გასაძლიერებლად მოითხოვა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროკავშირის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 224 სტატია.

  • ევროკავშირი და უკრაინა €45-მილიარდიანი სესხის გამოყოფის დაჩქარებაზე შეთანხმდნენBM.GE
  • ევროკავშირიდან 2026 წლის პირველ ექვს თვეში 12 615 ქართველი გამოაძევესფორმულა
  • ევროკავშირი კანდიდატ ქვეყნებს ერთიან ბაზარზე წვდომას შესთავაზებს — Politicoნეტგაზეთი
  • საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ ევროკავშირის გაფართოებისა და ევროპის მომავლის სტრატეგიულ დღის წესრიგზე გამართულ საპარლამენტთაშორისო კონფერენციაში მიიღო მონაწილეობარუსთავი 2
ევროკავშირის →უკრაინის →

მსგავსი სტატიები

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ევროპის მათემატიკური საზოგადოების ინსტიტუციური წევრია

იმედი

ხულოში თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ მიმდინარეობს

ხულოში თეატრალური და მუსიკალური ფესტივალი „მოძრავი სცენა“ მიმდინარეობს

იმედი

ხელოვნურმა ინტელექტმა 217 წლის წინ ნაპოლეონის ბრძანებით დაწერილი დაშიფრული წერილი ექვს საათში გაშიფრა

ხელოვნურმა ინტელექტმა 217 წლის წინ ნაპოლეონის ბრძანებით დაწერილი დაშიფრული წერილი ექვს საათში გაშიფრა

იმედი

თბილისობის სადღესასწაულო პროგრამა 12:00 საათზე იხსნება

თბილისობის სადღესასწაულო პროგრამა 12:00 საათზე იხსნება

იმედი