მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს
Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს

Financial Times: ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს

იმედი|imedinews.ge

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მიხაილო ფედოროვს ფართო უფლებამოსილებების მქონე სხვა თანამდებობა შესთავაზა, თუმცა, ფედოროვს მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში დაბრუნება სურს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი უკრაინელ მაღალჩინოსნებსა და ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების ცნობით, ზელენსკიმ ფედოროვს შესაბამისი წინადადება გასულ უქმეებზე წაუყენა. მათ აღნიშნეს, რომ ბოლო ოთხი დღე ზელენსკიმ სამხედრო სარდლობასთან და პოლიტიკურ მრჩევლებთან შეხვედრებში გაატარა და კრიზისიდან გამოსავლის პოვნას ცდილობდა.

როგორც წყაროებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვს ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოში ხელმძღვანელი თანამდებობა შესთავაზა, რაც მასთან პირდაპირ წვდომასა და თავდაცვის სფეროში ინოვაციებისა თუ სამხედრო რეფორმის კონტროლის უფლებამოსილებას ითვალისწინებს.

გამოცემის თანამოსაუბრეების თქმით, შეთავაზებული სქემის მიხედვით, ფედოროვი თავდაცვის ტექნოლოგიების პროგრამებსა და შორი მოქმედების იარაღის წარმოების ზრდას გააკონტროლებდა, რაც მას საშუალებას მისცემდა, რეფორმები თავდაცვის სამინისტროსა და სამხედრო სარდლობის მიღმაც გაეგრძელებინა. გარდა ამისა, იგი უკრაინის თავდაცვის მრეწველობაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვას უზრუნველყოფდა.

ინფორმირებული წყაროების ცნობით, ზელენსკიმ ფედოროვთან გასულ უქმეებზე დაახლოებით ექვსსაათიანი შეხვედრა გამართა და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მომენტიდან მასთან კავშირი თითქმის ყოველდღიურად ჰქონდა. პრეზიდენტმა თავდაცვის ყოფილ მინისტრს რამდენიმე ალტერნატიული თანამდებობა შესთავაზა, თუმცა მან ყველა წინადადება უარყო.

„ახლა მას [მიხაილო ფედოროვს] დიდი გავლენა აქვს. ის მხოლოდ ერთს ითხოვს: რომ თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე აღადგინონ“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ერთ-ერთმა წყარომ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა,  ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

იმედი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა

იმედი