მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 2026 წლის 22 აგვისტოს გაიხსნება

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს „ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპყრობის წესების, ვადებისა და მოპოვებისთვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ“ ბრძანების შესაბამისად, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი აგვისტოს მეოთხე შაბათს გაიხსნება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა ნებადართული იქნება 2026 წლის 22 აგვისტოდან 2027 წლის 1 მარტამდე. ნადირობის უფლების მისაღებად აუცილებელია გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის - 10 ლარის გადახდა.

მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. მიმღები ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: 220 101 222, ანგარიშის ნომერი: №200122900, ბიუჯეტის შემოსულობების სახის განმსაზღვრელი სახაზინო კოდი: 3033.

ნადირობა აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, მათ შორის: ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში, სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ნუგზარ ზაზანაშვილის სახელობის სამუხის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე, ასევე სახელმწიფო ნაკრძალების გარშემო 500-მეტრიან და ეროვნული პარკების გარშემო 250-მეტრიან ზონებში. ნადირობა აკრძალულია ასევე სსიპ ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მართვასა და სარგებლობაში არსებულ საშენი მეურნეობების ტერიტორიებზე.

გადამფრენ ფრინველებზე ნადირობა დასაშვებია მხოლოდ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლით განსაზღვრული სანადირო იარაღით, კერძოდ: სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (თოფი), სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღით (კარაბინი ან შაშხანა), სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღით, სანადირო ცივი და ცივის სასროლი იარაღით, ასევე სანადირო პნევმატური იარაღით.

ნადირობისთვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები ნადირობის ადგილების მიხედვით ვრცლად იხილეთ შესაბამის ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/35196

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

გიორგი ვოლსკი: ახალმა „ნაცმოძრაობამ“ მოინდომა, რომ გაემიჯნოს ყველაფერს, რასაც ჰქვია სააკაშვილის წარსული, რაც ახალგაზრდების დიდი ჯგუფისთვის მიუღებელია და ფიქრობენ, რომ მათ მოიზიდავენ ქუჩაში, მაგრამ სადაც სააკაშვილის ბანერი გამოჩნდა, იქ მის გარშემო მდგომი არც ერთი ადამიანი წარმატებული არ არის თავის ძალისხმევაში

ეკატერინე მიქაბაძე: საერთაშორისო რეზერვების მაღალი დონე  ქვეყნის მაკროეკონომიკური სტაბილურობისა და ქვეყნის დაცულობის გარანტია საგარეო შოკების მიმართ განსაკუთრებით, მცირე, ღია ეკონომიკის შემთხვევაში

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სარატიფიკაციოდ წარმოდგენილ დოკუმენტებს მხარი დაუჭირა

იმედი

ალექსანდრე დარახველიძე: სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებად გამოცხადდა საქართველოს მოქალაქის ქორწინება უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, თუკი ეს ქორწინება მიზნად არ ისახავდა ოჯახის შექმნას და ფიქციური ქორწინების მთავარი მიზანი იყო უცხოელისთვის ქვეყანაში ლეგალურად ცხოვრების უფლების მოპოვება