მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს
გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს

გაერო-ს გლობალურ სესიაზე გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით საქართველოს მიერ გატარებული რეფორმები განიხილეს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპერტთა კომიტეტის (UN-GGIM) მე-16 სესიაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავა მონაწილეობს. მინისტრის მოადგილემ, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, საერთაშორისო აუდიტორიას გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის მიმართულებით ქვეყნის ხედვა და წარმატებული რეფორმები გააცნო.

ღონისძიების ფარგლებში თემატური სესიებიც გაიმართა, რომლებზედაც ქართულმა მხარემ მიწისა და უძრავი ქონების ადმინისტრირების სფეროში დანერგილი ინოვაციური პროდუქტები და ციფრული ტრანსფორმაციის შედეგები წარადგინა.

გაერო-ს გლობალური გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის ექსპერტთა კომიტეტი გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პლატფორმაა. ყოველწლიურ სესიებში წევრი ქვეყნების სახელმწიფო უწყებების, საერთაშორისო და აკადემიური ორგანიზაციების წარმომადგენლები და წამყვანი ექსპერტები მონაწილეობენ. ღონისძიების მიზანი გეოსივრცითი ინფორმაციის ეფექტიანი მართვისა და გამოყენების ხელშეწყობა, ამ მიმართულებით საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერება და გაერო-ს ინტეგრირებული გეოსივრცითი ინფორმაციის ჩარჩოს (UN-IGIF) განვითარების მხარდაჭერაა.

ექსპერტთა კომიტეტის სესიაში მონაწილეობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა, კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის პოზიციონირება გეოსივრცითი ინფორმაციის მართვის სფეროში, დაამყაროს ახალი პროფესიული კავშირები პარტნიორ ქვეყნებსა და დარგის ექსპერტებთან, გაეცნოს საერთაშორისო პრაქტიკას და ხელი შეუწყოს მის დანერგვას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

ძლიერი წვიმის შედეგად ბათუმში რამდენიმე ქუჩა და საცხოვრებელი სახლის ეზო დაიტბორა

იმედი

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

დავით მათიკაშვილი ნატა ფერაძისა და გიორგი ჩუბინიძის დაპირისპირებაზე: ამ კონკრეტული ფაქტითაც რადიკალები ბოლომდე გაიშიფრნენ - მათთვის სიძულვილი, შეურაცხყოფა ჩვეულებრივი ცხოვრების წესია

იმედი

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი