მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ, წყალარინების სისტემების დაცვის წესებზე, კომერციული ობიექტების ინფორმირება დაიწყო

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს გაერთიანებულმა წყალმომარაგების კომპანიამ, რეგიონებში წყალარინების ქსელის დაცვისა და მისი გამართული ფუნქციონირების უზრუნველსაყოფად, კომერციული და სამეწარმეო ობიექტების მფლობელების ინფორმირების კამპანია დაიწყო. ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.

კამპანიის ფარგლებში, კომპანიის თანამშრომლებმა ამჯერად ოზურგეთის მუნიციპალიტეტში - დაბა ურეკში, შეკვეთილსა და კაპროვანში მდებარე კვების, სასტუმრო და სხვა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტების წარმომადგენლებს წყალარინების სისტემის დაცვის წესები გააცნეს და საინფორმაციო ფურცლები დაურიგეს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა წყალარინების ქსელში ცხიმოვანი ნარჩენებისა და სხვა მყარი ნივთიერებების მოხვედრის პრევენციაზე.

წყალმომარაგების კომპანია მოუწოდებს კომერციული ობიექტების მფლობელებს, თავი შეიკავონ წყალარინების ქსელში ცხიმოვანი, საყოფაცხოვრებო და სხვა მყარი ნარჩენების ჩაშვებისგან.

წყალარინების სისტემაში ჩამდინარე წყლებთან ერთად სხვადასხვა მყარი და დამაბინძურებელი ნივთიერებების მოხვედრა მნიშვნელოვან ზიანს აყენებს როგორც წყალარინების ქსელს, ისე გამწმენდ ნაგებობებს, აფერხებს სისტემის გამართულ მუშაობას და ზრდის ავარიების რისკს. აღნიშნული ქმედება წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას და გამოიწვევს მომხმარებლის დაჯარიმებას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების მიზნით, კომერციულ ობიექტებს ეძლევათ სამი კვირის ვადა, რათა კომპანიას წარუდგინონ დასამონტაჟებელი ცხიმდამჭერების ტექნიკური პარამეტრები. წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იმოქმედებს კანონმდებლობით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

დავით სონღულაშვილი: საქართველოსა და ყაზახეთს შორის ურთიერთობების გაძლიერება დადებითად აისახება მთლიანად რეგიონზე

იმედი

ჟენევაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

ჟენევაში ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია გაიმართა

იმედი

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის სესიაზე: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას

შალვა პაპუაშვილი PABSEC-ის სესიაზე: ჩვენი რეგიონის მომავალი იმით განისაზღვრება, თუ რამდენად ეფექტიანად შევძლებთ საერთო გამოწვევებთან გამკლავებაზე ერთობლივ მუშაობას

იმედი

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

POLITICO: ესპანეთში თითქმის 1 მილიონი არალეგალი მიგრანტი ლეგალიზაციის მოლოდინშია

იმედი