მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი
გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

გამოვიდა ჟურნალ „მონეტარული ეკონომიკის“ მორიგი ნომერი

იმედი|imedinews.ge

გამოვიდა სებ-ის სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალის - „მონეტარული ეკონომიკა“ - მიმდინარე წლის მეორე ნომერი. გამოცემაში ქვეყნდება როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლების, ისე გარე ავტორების მიერ მომზადებული სტატიები, კერძოდ:

საქართველოში შემოსავლების უთანასწორობის შეფასება და მისი პოტენციური გავლენა მონეტარული პოლიტიკის გადაცემის მექანიზმზე; მიმდინარე ანგარიშის ბალანსის ძირითადი ფაქტორები საქართველოში: დინამიკა და სტრუქტურული ცვლილებები; კრიპტოვალუტები და ფინანსური გლობალიზაციის გამოწვევები: ინდივიდის მონეტარული არჩევანის ტრანსფორმაცია; ტრადიციული ბანკინგიდან ციფრულ ეკოსისტემებამდე: სუპერ აპლიკაციების ფენომენი და ნებადართული საბანკო საქმიანობა; საკრედიტო დერივატივები და სექიურიტიზაცია: მრავალსახელიანი საკრედიტო ინსტრუმენტები.

სამეცნიერო-ანალიტიკური ჟურნალი „მონეტარული ეკონომიკა“ წარმოადგენს აკადემიურ რესურსს მონეტარული პოლიტიკით, საბანკო და, ზოგადად, ფინანსური სექტორით, ფინანსური ტექნოლოგიებითა და კაპიტალის ბაზრების განვითარებით დაინტერესებული მკითხველისთვის, მათ შორის ახალგაზრდა მეცნიერებისა და მკვლევრებისთვის. ჟურნალი ქმნის პლატფორმას პროფესიული, სიღრმისეული და არგუმენტირებული დიალოგისთვის. ეროვნული ბანკის პირველი ანალიტიკური ჟურნალი - „ბანკი“ - დაახლოებით 25 წლის წინ დაარსდა. მოგვიანებით გამოიცემოდა ჟურნალი „ეკონომიკა და საბანკო საქმე“. ამჯერად ჟურნალი განახლებული ფორმატით გამოდის, ქართულ და ინგლისურ ენებზე, სახელწოდებით „მონეტარული ეკონომიკა“. ჟურნალის მომდევნო ნომრისთვის რედაქცია გარე ავტორებისგან სტატიებს მიიღებს ელექტრონულ მისამართზე - monetaryeconomics@nbg.gov.ge

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

მედია: საუდის არაბეთმა თავდასხმების შემდეგ აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენი გათიშა

იმედი

ლევან დარსალია: მთის ტრასების სააგენტოს ციფრული მიმართულებით ბევრი სიახლე აქვს. ვიწყებთ ჩვენი ვებგვერდის განახლებით, აქტიურად ვმუშაობთ აპლიკაციის შექმნაზეც - პლატფორმაზე მოთხილამურისა და დამსვენებლისთვის ყველანაირი ინფორმაცია იქნება თავმოყრილი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო ობიექტებზე ფატალური შემთხვევები 46%-ით შემცირდა - შრომის ინსპექციამ სამსახურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიში წარმოადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრძოლა ნარკოდანაშაულთან - ამოღებული ნარკოტიკი და დაკავებული მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი