მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იმედი|imedinews.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრსა (NCEQE) და სერბეთის უმაღლესი განათლების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ სააგენტოს (NEAQA) შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მისი მიზანია უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფისა და სამედიცინო განათლების მიმართულებით მხარეთა თანამშრომლობის გაძლიერება და გამოცდილების გაზიარების ხელშეწყობა. ინფორმაციას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

NEAQA წარმოადგენს სერბეთის უმაღლესი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის დამოუკიდებელ ეროვნულ სააგენტოს, რომელიც პასუხისმგებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციისა და ხარისხის უზრუნველყოფის პროცესებზე. სააგენტო საქმიანობას ახორციელებს ევროპული უმაღლესი განათლების სივრცის ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებისა და სახელმძღვანელო პრინციპების (ESG) შესაბამისად.

მემორანდუმის ფარგლებში მხარეები აქტიურად ითანამშრომლებენ განათლების ხარისხის უზრუნველყოფის მიმართულებით. თანამშრომლობა მოიცავს ერთობლივი ღონისძიებების, კონფერენციებისა და ტრენინგების ორგანიზებას, თანამშრომელთა და ექსპერტთა მობილობის ხელშეწყობას, ასევე ინფორმაციის, მეთოდოლოგიური და სარეკომენდაციო რესურსების გაცვლას. გაფორმებული მემორანდუმი ხელს შეუწყობს მხარეებს შორის საერთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერებას, ხარისხის უზრუნველყოფის თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას, ასევე ცენტრის საერთაშორისო პარტნიორული ქსელის გაფართოებას.

NEAQA-ს შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია NEAQA-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი დამანგრეველი ახალი სანქციებით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ეკონომიკური კავშირების გაწყვეტაზე უარს იტყვიან

იმედი

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი: უკრაინა Storm Shadow-ს ტიპის რაკეტების წარმოებას შეძლებს

იმედი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქუთაისის ტექნოჰაბი - დასავლეთ საქართველოს მთავარი ინოვაციური და საგანმანათლებლო სივრცე მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ცენტრში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქვეყნის უზენაესი კანონის მიღებიდან 31 წელი გავიდა - 24 აგვისტოს საქართველოში კონსტიტუციის დღე აღინიშნება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი