მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში ევროპის საბჭოს მხარდაჭერით გამართულ სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა მოლდოვაში, ქალაქ კიშინიოვში, ევროპის საბჭოსა და მოლდოვის განათლებისა და კვლევის სამინისტროს ერთობლივ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.

ცენტრის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრის ძირითად თემებს წარმოადგენდა - ლტოლვილების უმაღლეს განათლებასა და შრომის ბაზარზე მონაწილეობის მხარდაჭერას და ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტის (EQPR) დანერგვასთან დაკავშირებულ საკითხებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროპის სხვადასხვა ქვეყნის სახელმწიფო უწყების 100-ზე მეტი დელეგატი, მათ შორის: უნივერსიტეტებისა და ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის (ENIC-NARIC) წარმომადგენლები. შეხვედრის მონაწილეებს, ლისაბონის აღიარების კონვენციის კომიტეტის თავმჯდომარემ, საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის პრეზიდენტმა და UNHCR-ის წარმომადგენელმა წარუდგინეს ანალიზი ევროპაში ლტოლვილების ინტეგრაციის ხელშეწყობის მექანიზმების შესახებ.

სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ლტოლვილების კვალიფიკაციების აღიარებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე, კერძოდ ისეთ შემთხვევებზე, როდესაც ლტოლვილთა განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაცია აღიარების მიზნებისთვის არასრულად არის წარმოდგენილი ან შეუძლებელია მათი მოძიება.

აღნიშნულ ღონისძიებაზე, საქართველოს, სომხეთის, იტალიის, ლატვიისა და პოლონეთის წარმომადგენლების მიერ ლტოლვილთა ევროპული კვალიფიკაციების პასპორტის მეთოდოლოგიის მიხედვით 29 ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის კვალიფიკაციის შეფასება განხორციელდა.

ცენტრი აქტიურად აგრძელებს ეროვნული საინფორმაციო ცენტრების ევროპული ქსელის (ENIC-NARIC) ფარგლებში გამართულ სამუშაო შეხვედრებში მონაწილეობას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ევროპის

ამ თემას 5 ქართული წყარო აშუქებს — სულ 103 სტატია.

  • სპორტის მინისტრმა საქართველოს სუმოს ეროვნულმა ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე მიღწეული წარმატება მიულოცარუსთავი 2
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლატვ პირველი
  • თიბისის მხარდაჭერით, "ევროპის უნივერსიტეტმა" სასწავლო ინფრასტრუქტურა განაახლაBM.GE
  • კალაძე დატბორილ ქუჩებზე: მსგავს შემთხვევებს ვხედავთ ევროპის არაერთ დიდ ქალაქშიფორმულა
ევროპის →მხარდაჭერით →მონაწილეობას →

მსგავსი სტატიები

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

ბეშუმში 2 აგვისტოს დაგეგმილ სახალხო დღესასწაულ „შუამთობასთან“ დაკავშირებული საორგანიზაციო საკითებთან დაკავშირებით, ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო თათბირი გამართა

იმედი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

რეფორმა უმაღლესი განათლების სისტემაში - პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული ახალი დადგენილებით, სახელმწიფო უნივერსიტეტების დაფინანსების მოდელი დამტკიცდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

მნიშვნელოვანი სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები საქართველოს მთავრობაში - გამოწვევებთან საბრძოლველად ვიცე-პრემიერი მამუკა მდინარაძე რეგიონული განვითარების მიმართულებას იბარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

„მსოფლიო ჩემპიონატი არ შეიძლება განხილული იყოს, როგორც საინვესტიციო პროდუქტი“ - UEFA-მ მხარი დაუჭირა მომავალი მსოფლიო ჩემპიონატების ბოიკოტირებას, აღნიშნული გადაწყვეტილება მოჰყვა FIFA-ს ინიციატივას, რომლის მიხედვითაც, მის ეგიდით გამართულ შეჯიბრებებში კერძო ინვესტიციების ჩართვა იგეგმება