მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება
განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა: მობილობის მსურველი სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება

იმედი|imedinews.ge

2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის მობილობის ფარგლებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის რეგისტრაცია 24 აგვისტოდან დაიწყება, - ინფორმაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.

უწყების ცნობით, მობილობის მსურველი სტუდენტები რეგისტრაციის გავლას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ელექტრონულ პორტალზე - students.emis.ge - 8 სექტემბრის 18:00 საათამდე შეძლებენ.

„კონკურსის მონაწილეებს რეგისტრაციის პროცესში არაუმეტეს 5 საგანმანათლებლო პროგრამის არჩევის შესაძლებლობა ექნებათ. ამასთან, რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე მათ შეუძლიათ განსაზღვრონ არჩეული პროგრამების პრიორიტეტულობა და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალონ ან დაარედაქტირონ განაცხადში მითითებული ინფორმაცია.

მობილობის პროცესის მოსამზადებელ ეტაპზე, 2026 წლის 17 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების მიხედვით მობილობის წესით მისაღები სტუდენტებისთვის გამოყოფილი ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაცია უნდა წარმოადგინონ. აღნიშნული მონაცემების საფუძველზე სისტემა მობილობის კონკურსში მონაწილე პროგრამებისა და ხელმისაწვდომი ადგილების საბოლოო ჩამონათვალს გამოაქვეყნებს.

განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა მობილობის მსურველ სტუდენტებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს მოუწოდებს, ყურადღებით გაეცნონ მობილობის პროცესის ეტაპებს, განსაზღვრულ ვადებსა და პირობებს.

მობილობის პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდსა და სოციალურ ქსელში ეტაპობრივად გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ქართველიშვილი: მანიაკალური აკვიატებით მიექანება ევროკავშირი საკუთარი ფატალური ფინალისკენ და გამორიცხულია, 21-ე საუკუნის „მთავარ კატასტროფას“ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს

დავით ქართველიშვილი: მანიაკალური აკვიატებით მიექანება ევროკავშირი საკუთარი ფატალური ფინალისკენ და გამორიცხულია, 21-ე საუკუნის „მთავარ კატასტროფას“ ვინმემ კონკურენცია გაუწიოს

იმედი

დონალდ ტრამპი: გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო. თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დავრჩებით

დონალდ ტრამპი: გონივრულად იმოქმედეთ, რესპუბლიკელებო. თუ ამას არ გააკეთებთ, ხელისუფლებაში დიდხანს ვერ დავრჩებით

იმედი

ალექსანდრე ხვთისიაშვილი: მიხეილ ყაველაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხელოვნური ინტელექტის მმართველობის საკითხებში გაეროს მაღალი დონის ღონისძიებაში. პრეზიდენტის მონაწილეობა ამ ღონისძიებაში განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს

ანკარაში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

ანკარაში ნატოს საწინააღმდეგო აქცია გაიმართა

იმედი