მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია სტუდენტების დაფინანსებას განაგრძობს - განაცხადების მიღება 15 სექტემბრამდე გაგრძელდება

იმედი|imedinews.ge

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ახალგაზრდების მხარდაჭერასა და განათლების ხელშეწყობას აქტიურად განაგრძობს. ინფორმაციას გარდაბნის მერია ავრცელებს.

მუნიციპალიტეტის მერის, დავით კარგარეთელის ინიციატივით 2023 წლიდან ამოქმედებული სტუდენტების მატერიალური დახმარების პროგრამის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული სტუდენტებისთვის შემოდგომის სემესტრის სწავლის დასაფინანსებლად განცხადებების მიღება ოფიციალურად დაიწყო.

ადგილობრივი თვითმმართველობის აღნიშნული ინიციატივა მიზნად ისახავს წარმატებული სტუდენტების ფინანსურ წახალისებას, რათა მათ შეუფერხებლად შეძლონ უმაღლესი განათლების მიღება. აღსანიშნავია, რომ პროგრამა უწყვეტი ხასიათისაა და ახალგაზრდებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობა წელიწადში ორჯერ - გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრებში ეძლევათ.

პროგრამის ფარგლებში, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე საბაკალავრო და სამაგისტრო საფეხურის სტუდენტები 500-ლარიან თანადაფინანსებას მიიღებენ, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გათვალისწინებულია 700 ლარის ოდენობის დახმარება. ამასთანავე, გარდაბნის მუნიციპალიტეტი სრულად (100%-ით) დააფინანსებს იმ სტუდენტების სწავლის საფასურს, რომლებიც სოციალური მუშაობის ან ოკუპაციური თერაპიის საბაკალავრო პროგრამებზე სწავლობენ.

შემოდგომის სემესტრის დაფინანსების მისაღებად, მსურველებმა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარე წლის 15 სექტემბრამდე უნდა წარადგინონ: განცხადება, ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის მოწმობის ასლი და ცნობა რეგისტრაციის ადგილის თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან ანალოგიური დახმარების არმიღების შესახებ (დევნილის შემთხვევაში), სსე აქტის ამონაწერი ან ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან (შშმ პირის სტატუსის შემთხვევაში), ცნობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (სტუდენტის აქტიური სტატუსის, აკადემიური მოსწრების, სწავლის საფასურისა და მისი დაფარვის ვადის მითითებით), ასევე აკრედიტებული უმაღლესი სასწავლებლის მიერ გაცემული ინვოისი საბანკო რეკვიზიტების მითითებით.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს

იმედი

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა

იმედი

სოსო შატბერაშვილი: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან, ჩატარდეს რეფერენდუმი საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მიზანშეწონილობის შესახებ, დარწმუნებული ვართ, ისლანდიელების მსგავსად, ქართველი ხალხიც უარს განაცხადებს ამ კავშირში ყოფნაზე