მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში წყალმომარაგების ახალი სისტემის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

იმედი|imedinews.ge

კრწანისის, მთისძირისა და ახალი კუმისის წყალმომარაგების სისტემების დეტალურ საპროექტო სამუშაოებთან დაკავშირებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი დავით კარგარეთელი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ილია ჯალაღანია და „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ წარმომადგენლები კრწანისის, მთისძირისა და გიგანტის მოსახლეობას შეხვდნენ, - ინფორმაციას გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, საინფორმაციო შეხვედრაზე მოქალაქეებს დეტალურად გააცნეს დაგეგმილი საინჟინრო-საპროექტო კვლევები და სამომავლო ინფრასტრუქტურული სამუშაოების სპეციფიკა.

„პროექტი მოიცავს გეოტექნიკურ, ტოპოგრაფიულ და ჰიდროლოგიურ კვლევებს, სატუმბი სადგურების, საქლორატოროებისა და მართვის ავტომატიზებული სისტემით აღჭურვილი გამანაწილებელი ქსელების პროექტირებას.

შეხვედრის ფარგლებში, წყალმომარაგების საკითხის გარდა, მხარეებმა სოფლების წინაშე არსებული სხვა საჭიროებები და მათი გადაჭრის ეფექტური გზებიც განიხილეს.

მოსახლეობის მხრიდან ასევე დაისვა კითხვები სასმელი წყლის ნავთობით დაბინძურებასთან დაკავშირებით, რაზეც მოქალაქეებმა ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით თითოეული მოქალაქის ინტერესები და უფლებები მაქსიმალურად იქნება დაცული“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: სოფელ

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 52 სტატია.

  • „ამბასადორი ჯგუფმა“ კაჭრეთში საავიაციო სოფელი გახსნა და „ამბასადორი აილენდ ბათუმის“გენერალური გეგმის ახალი ხედვა წარადგინაBM.GE
  • ზუგდიდში, სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლარუსთავი 2
  • ზუგდიდში, სოფელ ჭითაწყარში გაზგასამართი სადგური აფეთქდატვ პირველი
  • ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ყაჩაღბის დროს ქალი შემოაკვდათფორმულა
სოფელ →

მსგავსი სტატიები

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

AFD-ს დეპუტატი: ამჟამინდელი ევროკავშირი ყველაზე მცირე თავიდან არის ასაშენებელი, ამას კი ძირეული ცვლილებები და არსებულის მოშთობა სჭირდება, რაიმე ახალი უნდა შეიქმნას

იმედი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

ამერიკაში თაღლითური სქემით მოქმედი კომპანიები და მათი ქართველი ფიგურანტები - თაღლითობის სკანდალური საქმე. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

არჩილ გორდულაძე ირაკლი ღარიბაშვილზე: ბრალისგან თავის დაღწევის მცდელობა იყო ყველაფრის პოლიტიზების მცდელობა და დეზინფორმაციული კამპანიის წარმოება

იმედი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

„ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) გამარჯვება საქსონია-ანჰალტის მხარის არჩევნებში - ბრიუსელის მარცხი გერმანიაში. „იმედის კვირის“ საავტორო რეპორტაჟი

იმედი