
გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა
იმედი|imedinews.ge
გარდაბნის ცენტრალურ პარკში ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა, სადაც 2025-2026 სასწავლო წლის 83 წარჩინებული კურსდამთავრებული დაჯილდოვდა. ახალგაზრდებს სპეციალური სიგელები და მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაწესებული ფულადი ჯილდოები გადაეცათ.
ღონისძიების ფარგლებში, გარდაბნის პარკის ტერიტორიაზე სხვადასხვა გასართობი და შემეცნებითი სივრცე მოეწყო. საღამო მუსიკალურად გააფორმეს ანდრია გველესიანმა, თიკა ბალანჩინმა და ბენდმა „New One“- მა, საზეიმო პროგრამა ელექტრონული მუსიკითა და გრანდიოზული ფეიერვერკით დასრულდა.
გაზიარება:
იმედი
წყარო: imedinews.ge