მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ა(ა)იპ „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი დაესწრო. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა მინისტრის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. დავით სონღულაშვილმა „საზოგადოება ივერიისას“ საქმიანობასა და იმ პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომლებიც ეროვნული ფასეულობების დაცვასა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

„საზოგადოება ივერიისას“ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საზოგადოების ხელმძღვანელობასა და თითოეულ ადამიანს, ვინც ამ საქმიანობაში წლების განმავლობაში აქტიურად არის ჩართული. დღეს წარმოდგენილი პროექტები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რამდენად მნიშვნელოვანია ეროვნული ფასეულობების, კულტურული მემკვიდრეობისა და ჩვენი ისტორიის დაცვა, კვლევა და მომავალი თაობებისთვის გადაცემა. მიხარია, რომ ამ საქმიანობაში ამდენი ადამიანია ჩართული და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება მომავალშიც არაერთ მნიშვნელოვან ინიციატივას განახორციელებს", - აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.

პრეზენტაცია „საზოგადოება ივერიისას“ თავმჯდომარემ გიორგი თავაძემ წარადგინა. მან დამსწრე საზოგადოებას ორგანიზაციის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები გააცნო.

„საზოგადოება ივერიისას“ პირველი მასშტაბური პროექტი მახათას მთაზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მშენებლობაა. სამონასტრო-საგანმანათლებლო კომპლექსის ფარგლებში ასევე მიმდინარეობს თანამედროვე სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის შექმნა.

შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოების მიერ განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მათ შორისაა ეროვნული მემკვიდრეობის დაცვისა და პოპულარიზაციის მიმართულებით განხორციელებული ინიციატივები, ქართული ქრისტიანული კულტურისა და ისტორიის შესახებ გამოცემული წიგნები, საგანმანათლებლო პროგრამები და სხვა.

ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდა კინორეჟისორი და „საზოგადოება ივერიისას“ ქტიტორი მერაბ კოკოჩაშვილი.

„საზოგადოება ივერიისა“ 2010 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაფუძნდა. მისი საქმიანობა მოიცავს კულტურულ-საგანმანათლებლო ინიციატივებს, სამეცნიერო გამოცემების მხარდაჭერას, ისტორიული მემკვიდრეობის წარმოჩენასა და ეროვნული ფასეულობების პოპულარიზაციას.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი, მოადგილეები - სოლომონ პავლიაშვილი, ლაშა ავალიანი, ლაშა დოლიძე, ზურაბ ეზუგბაია და გიორგი წკრიალაშვილი, ასევე უწყების სხვა თანამშრომლები ესწრებოდნენ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერი ქურდისა და ქურდულის სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ფაქტებზე სასამართლომ ცხრა ადამიანი დამნაშავედ ცნო

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი სომხეთის ტერიტორიული ადმინისტრირებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს, დავით ხუდატიანს შეხვდა

იმედი

ლევან მაჭავარიანი პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ამ პარტიის გამარჯვება მეტყველებს იმაზე, რომ გერმანელი ხალხი გამოფხიზლდა და ისინი უარს ამბობენ ულტრამემარცხენე ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტებზე თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესები მიმდინარეობს

იმედი