მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა იმერეთში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ბრაკონიერობის ფაქტი გამოავლინეს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქე სოფელ ზეკარში, მდინარე ქერშავეთზე უკანონო თევზჭერას ელექტროიარაღის გამოყენებით ახდენდა. სამართალდამრღვევს უკანონო ჰქონდა მოპოვებული „წითელი ნუსხით“ დაცული მდინარის კალმახი.

ელექტროიარაღით თევზჭერა სისხლის სამართლის დანაშაულია, რის გამოც მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.

ელექტროიარაღი საფრთხეს უქმნის როგორც გარემოს, ისე ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. შესაბამისად, დასჯადი ქმედებაა მისი დამზადება, შეძენა, შენახვა, ტარება, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღებაც.

„ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. დეპარტამენტის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ, რათა დროულად მოხდეს უკანონო თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა.

მოქალაქეებს შეუძლიათ სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდონ სამინისტროს ცხელ ხაზზე - 153, სადაც თითოეულ შეტყობინებაზე მყისიერი რეაგირება ხორციელდება“, - აცხადებენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გაეროს სააგენტოების ხელმძღვანელებს შეხვდა

იმედი

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოქროს მაღაროს ჩამოშლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ოქროს მაღაროს ჩამოშლის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

იმედი

სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანი 1500 ლარით დააჯარიმა

სასამართლომ სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ნარგიზი ხაჭვანი 1500 ლარით დააჯარიმა

იმედი

ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ცესკოს თავმჯდომარემ ქვემო ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

იმედი