მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინა

იმედი|imedinews.ge

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში, სამართალდარღვევები გამოვლენილია ჩხოროწყუსა და მარტვილის მუნიციპალიტეტებში.

სოფლებში - მუხურსა და კურზუში, სახელმწიფო ტყეში, მოქალაქეებმა უკანონოდ მოიპოვეს კლიპტომერიისა და „წითელი ნუსხით“ დაცული წაბლის ხე-მცენარეები. ჯამში, ამოღებულია 96 ერთეული უკანონოდ მოპოვებული მრგვალი ხე-ტყე (მორი), რომლებიც გადატანილია ეროვნული სატყეო სააგენტოს შესაბამის „საქმიან ეზოებში“.

სამართალდარღვევების შედეგად გარემოსთვის მიყენებული ზიანი 7300 ლარს აჭარბებს.

მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.

ბუნებრივი რესურსების დაცვა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. დეპარტამენტის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლები, გარემოსდაცვითი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ უკანონო ტყითსარგებლობის მიმართულებას. ბრაკონიერობასთან ბრძოლისა და მკაცრი კონტროლის ფარგლებში აქტიურად გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები. შედეგად, მიმდინარე წლის 6 თვეში, მხოლოდ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამოქმედო ტერიტორიაზე ტყით უკანონო სარგებლობის 200-მდე ფაქტია გამოვლენილი.

ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ComCom-სა და SpaceX-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ComCom-სა და SpaceX-ს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა

იმედი

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

სამართალდამცველებმა თბილისში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

იმედი

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა

ვენეციის 83-ე საერთაშორისო კინოფესტივალზე ლევან კოღუაშვილის ფილმის „გურია“ მსოფლიო პრემიერა გაიმართა

იმედი

ირაკლი კობახიძე მარტა კოსის განცხადებაზე: ევროპას ისედაც პრობლემა აქვს და ასეთ დროს, როდესაც ევროკომისარი ეძებს საბაბს კონფლიქტისთვის აშშ-თან, ეს უცნაურია, უმჯობესი იქნებოდა, ევროპელი პოლიტიკოსები და ბიუროკრატები იყვნენ კონცენტრირებულები ევროპის გარშემო არსებული პრობლემის გადაჭრაში, მათ შორის, აშშ-თან