მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს
გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს

გავლენიანი ბრიტანული გამოცემა „ტელეგრაფი“ საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ სტატიების ციკლს აქვეყნებს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, British Airways-თან თანამშრომლობით, დიდ ბრიტანეთში მარკეტინგულ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთის ავტორიტეტულ ონლაინ გამოცემაში Telegraph.co.uk საქართველოს ტურისტული პოტენციალის შესახებ ვრცელი სარეკლამო-საინფორმაციო სტატიების სერია გამოქვეყნდა.

სათავგადასავლო ტურიზმის მოყვარულთათვის საქართველო ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო მიმართულებად არის მიჩნეული. „შთამბეჭდავი ლანდშაფტების მრავალფეროვნება, შავი ზღვის სანაპიროს სასიამოვნო პლაჟები, ხშირი ტყეები, ხეობები, კავკასიონის მწვერვალები - ეს ყველაფერი საქართველოს აქტიური დასვენების შესანიშნავ სივრცედ აქცევს, სადაც მსოფლიო დონის ჰაიკინგთან ერთად ხელმისაწვდომია ველოსპორტი, რაფტინგი და სათხილამურო სპორტი“ - აღნიშნულია სტატიაში „როგორ ისიამოვნოთ აქტიური დასვენებით საქართველოში“.

სტატია, სათაურით: „როგორ აღმოვაჩინოთ ევროპის ყველაზე გამორჩეული დედაქალაქი" ბრიტანელ მოგზაურებს თბილისში მოკლევადიანი ტურების დაგეგმვის რეკომენდაციებს სთავაზობს. „თბილისი - ეს არის ძველისა და თანამედროვეს, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მიმზიდველი ნაზავი, სადაც შუა საუკუნეების მდუმარე ტაძრები თანამედროვე არქიტექტურულ საოცრებებს ეჯიბრებიან“- წერს „ტელეგრაფი“ და აღნიშნავს, რომ British Airways-ის პირდაპირმა ფრენებმა საქართველოს კონტრასტებით გამორჩეულ დედაქალაქში ასეთი ხანმოკლე ვიზიტები განსაკუთრებით მიმზიდველი გახადა.

„კულინარიული მიმართულება, რომლის დაგემოვნებაც მოგინდებათ“- სტატიაში ყურადღება ქართულ გასტრონომიაზე, ქვევრის ღვინის 8000-წლიან კულტურაზე, ტრადიციულ კერძებსა (ხაჭაპური, ხინკალი, ფხალი, ტყემალი) და სუფრის ფენომენზეა გამახვილებული. ქართული კულინარია საქართველოში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ მიზეზადაა მიჩნეული და ბრიტანელი ტურისტებისთვის საუკეთესო ქართული გემოების აღმოსაჩენად გზამკვლევია შეთავაზებული. „გამორჩეულად მდიდარი კულინარიული მემკვიდრეობითა და მსოფლიოში მეღვინეობის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიით, საქართველო არის ადგილი, სადაც კერძები და მათი დაგემოვნება ერთდროულად ხელოვნებაცაა და სოციალური რიტუალიც“ - აღნიშნავს სტატიის ავტორი რუდოლფ აბრაამი.

დიდ ბრიტანეთში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის მიზანი ბრიტანულ ბაზარზე საქართველოს, როგორც მრავალფეროვანი და კონკურენტუნარიანი მიმართულების პოზიციონირებაა. კამპანია მოიცავს British Airways-თან პარტნიორობით ციფრულ აქტივობებს, ბანერულ რეკლამას, სარეკლამო სტატიებსა და სხვა ინტეგრირებულ მარკეტინგულ ღონისძიებებს, ასევე წამყვან ონლაინ მედია პლატფორმებზე ერთობლივი ბრენდირებული კონტენტის განთავსებას.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

The American Conservative: უკრაინელებს არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა რომ მიეცეთ, ისინი ზელენსკის ხელისუფლებიდან გაუშვებენ

იმედი

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

POLITICO: გერმანია საწვავზე გადასახადს ამცირებს - ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების გამო ფასები მკვეთრად იზრდება

იმედი

დავით ჩიხელიძე: სამწუხაროდ, საზოგადოებაში ინვესტიციების მიმართ სრულიად უსაფუძვლო შიში გაჩნდა. სახელმწიფოს განვითარება ყოველთვის მოითხოვს ცვლილებებს, ახალ ადამიანებს, ახალ კაპიტალს, ახალ ინფრასტრუქტურას და ზოგჯერ რთულ გადაწყვეტილებებსაც

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

ქართული და ევროპული კინოს სახეები, ცნობილი რეჟისორები, პროდიუსერები და კინომოყვარულები ბათუმის მეოცე საერთაშორისო არტ-ჰაუს კინოფესტივალის გახსნას დაესწრებიან

იმედი