მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ
გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ

გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის სტუდენტები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის ბაზებზე იმყოფებოდნენ

იმედი|imedinews.ge

გერმანიის გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულების სტუდენტები სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურასა და წილკნის სამეცნიერო ბაზებზე სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ლევან უჯმაჯურიძემ, სტუდენტებს მევენახეობა-მეღვინეობის მიმართულებით ცენტრის საქმიანობა და მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტები გააცნო. განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ვაზის მდიდარ გენეტიკურ მემკვიდრეობაზე, ადგილობრივი ჯიშების მრავალფეროვნებასა და მათი დაცვისა და კვლევის მნიშვმელობაზე გაამახვილა.

ჯიღაურას ბაზაზე, სტუდენტებმა ვაზის საკოლექციო ნარგაობა, კვლევითი ლაბორატორიები, ვაზისა და ღვინის სამუზეუმო სივრცე დაათვალიერეს. ცენტრის მევენახეობა-მეღვინეობის კვლევის სამსახურის უფროსმა, დავით ჩიჩუამ, სტუდენტებს ქართული ტრადიციული მეღვინეობის, ქვევრში ღვინის დაყენებისა და დავარგების ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ჯიღაურას ბაზაზე იშვიათი ქართული ვაზის ჯიშებისგან დამზადებული ღვინის ნიმუშები დააგემოვნეს.

წილკნის ბაზაზე სტუდენტებმა დაათვალიერეს ქსოვილის კულტურის (in vitro) ლაბორატორია, სადაც მცენარეთა მიკროკლონური გამრავლების თანამედროვე მეთოდებსა და ლაბორატორიის საქმიანობას გაეცნენ. ასევე მოინახულეს პროფ. ივანე სარიშვილის სახელობის ნიადაგის კვლევის ლაბორატორია, სადაც ნიადაგის ანალიზის ძირითად მიმართულებებსა და მის პრაქტიკულ მნიშვნელობაზე მიიღეს ინფორმაცია. ვიზიტის ფარგლებში სტუდენტებმა ერთწლოვანი კულტურების სათბურებიც დაათვალიერეს.

ვიზიტი გეიზენჰაიმის უნივერსიტეტის საერთაშორისო საზაფხულო საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში განხორციელდა და მიზნად მევენახეობა-მეღვინეობის სფეროში საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებასა და სტუდენტების პრაქტიკული ცოდნის გაღრმავებას ისახავდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

მარიამ ქვრივიშვილი აეროპორტების მართვისა და ინვესტიციების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანიის Changi Airports International-ის აღმასრულებელ დირექტორს, იუჯინ განს შეხვდა

იმედი

მაკა ბოჭორიშვილი: თუ გაფართოებაზე ვსაუბრობთ და თუ სერიოზულად ვსაუბრობთ ევროპის უსაფრთხოებაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სამხრეთ კავკასია რუკის მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც მნიშვნელობა აქვს როგორც ევროპის უსაფრთხოებისთვის, ისე მისი კეთილდღეობისთვის

მარიამ ქვრივიშვილი: Changi Airports International-ის მმართველმა გუნდმა უკვე ფორმალურად გამოხატა ინტერესი, რომ სურთ ინვესტირება და ვაზიანის ახალი აეროპორტის ოპერირება, ისინი მზად არიან, მონაწილეობა მიიღონ იმ ტენდერში, რომელსაც საქართველოს მთავრობა მომდევნო პერიოდში გამოაცხადებს

მაკა ბოჭორიშვილი: ჩვენ გვაქვს ევროპული მისწრაფება, თუმცა არ გვაქვს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის გამოცდილება. ევროპას სურს გაფართოება, თუმცა არც ევროპას აქვს სამხრეთ კავკასიაში ყოფნის გამოცდილება. შესაბამისად, ორივე მხარეს გვჭირდება სწავლა და გამოცდილების გაზიარება. ამისთვის კი აუცილებელია ინტენსიური დიალოგი და ერთობლივი მუშაობა