მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა
გერმანიაში დააკავეს კაცი, რომელმაც ბავარიის პრემიერს პომიდორი ესროლა

იმედი|imedinews.ge

გერმანიის ბავარიის მიწაში, საჯარო ღონისძიების დროს, კაცმა მხარის პრემიერ-მინისტრ მარკუს ზიოდერს პომიდორი ესროლა. თავდამსხმელი სამართალდამცავებმა მყისიერად დააკავეს.

გერმანული მედიის ცნობით, ინციდენტი ​ბერნაუ-ამ-ქიმზეეს თემში მოხდა, სადაც ზიოდერი დასახლებული პუნქტის 1100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებების სტუმარი იყო და სადღესასწაულო სიტყვით უნდა გამოსულიყო.

თვითმხილველების თქმით, კაცი მოულოდნელად გამოხტა ბუჩქებიდან და ბავარიის მთავრობის ხელმძღვანელს პომიდორი ესროლა. ადგილობრივი კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, პროცესში დაუყოვნებლივ ჩაერივნენ და თავდამსხმელი დააკავეს, რის შემდეგაც პოლიციამ ის პატიმრობაში აიყვანა.

გერმანული მედიის ინფორმაციით, დაკავებული გერმანიის 31 წლის მოქალაქე აღმოჩნდა. ზიოდერი კი ინციდენტის შედეგად არ დაშავებულა და მცირე შეყოვნების მიუხედავად, სიტყვითაც გამოვიდა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

დავით ჩიხელიძე ელიზბარაშვილზე: იარაღით შეიარაღება, ტერიტორიაზე დემონსტრაციულად დაბრუნება და რესტორანში შეჭრის მცდელობა პირდაპირ შეიცავს წინასწარ განზრახული, მძიმე დანაშაულის ნიშნებს. რეალურად საქართველო კიდევ ერთ დიდ ტრაგედიას გადაურჩა,  ტრაგედია მხოლოდ იმან აარიდა საზოგადოებას, რომ ახალგაზრდებმა საფრთხე დროულად იგრძნეს და ტერიტორიის დატოვება მოასწრეს

დავით ქართველიშვილი: ზრდასრული პიროვნებისთვის იარაღი კოლოსალურ პასუხისმგებლობას ნიშნავს, ხოლო დეფიციტური, დაშინებული ეგოსთვის - ის ხდება ერთადერთი საშუალება, რათა ვიზუალურად მოახდინოს «სუპერაგრესიული ხვადის» სტატუსის იმიტირება. ამ საგნის გარეშე მისი რეალური პიროვნული პოტენციალი და საკუთარი პოზიციის დაცვის უნარი - ნულის ტოლია

ზუგდიდს 158 ოქროს და 21 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს | 2025-2026 სასწავლო წელი

Financial Times: ჯორჯია მელონის მთავრობა 1945 წლის შემდეგ იტალიის ყველაზე ხანგრძლივი ხელისუფლება გახდა