მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს
გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს

გერმანიაში კლიმატის აქტივისტებმა გაზის ელექტროსადგურების მშენებლობას გააპროტესტეს

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში კლიმატის დამცველები ქარის გენერატორის ფორმაციით განლაგდნენ - ასე მათ ქვეყანაში ახალი გაზის ელექტროსადგურების მშენებლობა გააპროტესტეს. ეს მასშტაბური აქცია მათ გერმანიის ქალაქ ჰამში, განახლებად ენერგიის წყაროებზე გადასვლის მხარდასაჭერად გამართეს. რურის რეგიონში, ყოფილი ნახშირის შახტის ტერიტორიაზე გამართულ აქციაში დაახლოებით 2000-მა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

აქცია ლოზუნგით „მომავალი გაზის ნაცვლად - დავიცვათ ენერგეტიკული გარდამავალი პერიოდი“ ჩატარდა. მონაწილეები აპროტესტებდნენ მთავრობის გეგმებს გაზის ელექტროსადგურების მშენებლობის შესახებ, რომლებიც პირველ ეტაპზე წიაღისეულ საწვავზე იმუშავებენ, მიუხედავად მანამდე გამოცხადებული „მწვანე“ ენერგეტიკაზე გადასვლის კურსისა.

აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მსგავსი პროექტები „მწვანე“ ენერგეტიკის განვითარებას აფერხებს და წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას აძლიერებს. მათ ხელისუფლებას მოუწოდეს, დააჩქაროს განახლებადი წყაროების გამოსაყენებელი ტექნოლოგიების განვითარება. მედიის ინფორმაციით, პროტესტის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ დააკავა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი