მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა
გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

გერმანიაში მილიტარიზაციის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა

იმედი|imedinews.ge

გერმანიაში ერთიანობის დღეს შეიარაღების გაზრდის, თავდაცვის ხარჯების მატებისა და ჯარში სავალდებულო გაწვევის შესაძლო დაბრუნების საწინააღმდეგო აქციები გაიმართა. ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა. „შეაჩერეთ აგრესიული პოლიტიკა რუსეთის წინააღმდეგ“, „შეაჩერეთ რუსოფობიური სიგიჟე ბერლინსა და ბრიუსელში, მშვიდობა და მეგობრობა რუსეთთან“ - ასეთი პლაკატები ეჭირა აქციის ზოგიერთ მონაწილეს. სხვებს რუსულად ეწერათ: „მშვიდობა და მეგობრობა“.

აქციის მონაწილეები სოციალურ სფეროზე ხარჯების გაზრდას ითხოვდნენ. მიტინგების ორგანიზატორები პროფკავშირები და პარტია „კავშირი სოციალური სამართლიანობისა და გონივრული ეკონომიკისთვის“ (ყოფილი „სარა ვაგენკნეხტის კავშირი“).

პოლიციის შეფასებით, ბრანდენბურგის კარიბჭესთან გერმანიის დედაქალაქის ცენტრის მიმართულებით გამართულ მსვლელობაში 5 800 ადამიანი მონაწილეობდა. ორგანიზატორებმა კი მონაწილეთა რაოდენობა 20 000-ად შეაფასეს. Die Welt-ი წერს, რომ ბევრი მომიტინგე მშვიდობის მტრედის გამოსახულებიან დროშებს აქნევდა, ზოგს კი ხელში პალესტინის, რუსეთისა და გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის დროშები ეჭირა.

ბრემენში გამართული აქცია მას შემდეგ შეწყდა, რაც მისმა მონაწილეებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სახელმწიფო დროშა დაწვეს. როდესაც პოლიციელებმა ამ პერფორმანსის ორგანიზატორთა იდენტიფიცირება სცადეს, ოთხ მათგანს დროშის ტარებით დაესხნენ თავს. სამართალდამცველებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს, რამდენიმე ადამიანი კი დაკავებულია.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში უფროსკლასელთა საპროტესტო აქციებზე 5 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს

იმედი

დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

დედაქალაქში სახალხო ზეიმი „თბილისობა 2026“ გრძელდება

იმედი

ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

ლატვიის არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ანდრის კულბერგსის „გაერთიანებულმა სიამ“ გაიმარჯვა, რომელიც სეიმში ადგილების ისტორიულად რეკორდულ რაოდენობას მიიღებს

იმედი

„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს

„სოფიკო 90“ - ლეგენდარული მსახიობი სოფიკო ჭიაურელი ბათუმის დრამატულ თეატრში გაიხსენეს

იმედი