
გიორგი აგლაძე: „Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით
დღეს მქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს და გამეცნო Kursi.ge-ს განვითარების შედეგები და მისი ეკონომიკური ეფექტი, - აცხადებს Kursi.ge-ის დამფუძნებელი გიორგი აგლაძე.
მისივე თქმით, 2025 წლის იანვრიდან მოსახლეობამ და ბიზნესმა, დაახლოებით 350 მილიონი ლარი დაზოგა; GITA-ს გრანტის ფარგლებში მიღებულ ყოველ 1 ლარზე ეკონომიკური ეფექტი, დაახლოებით 2,300 ლარს შეადგენს; ხელს ვუწყობთ ფინანსურ სექტორში ჯანსაღი კონკურენციის განვითარებას; ციფრული ტრანზაქციები ეტაპობრივად ანაცვლებს ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას. Kursi.ge - გეგმით, ჯამში, 2025-2029 წლებში 1.5 მილიარდი ლარის დაზოგვას შეძლებს მოსახლეობისა და ბიზნესისთვის
„Kursi.ge-მ განვითარების სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფო მხარდაჭერის რამდენიმე მექანიზმით ისარგებლა - ვართ GITA-ს გრანტის ბენეფიციარი, გვაქვს „ინოვაციური სტარტაპის“ სტატუსი, საწყის ეტაპზე კი ვისარგებლეთ საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციური სენდბოქსით.
პრემიერ-მინისტრმა კომპანიის სამომავლო განვითარების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს მთავრობას ნდობისთვის, მხარდაჭერისთვის და სტარტაპ-ეკოსისტემისა და ფინტექ სექტორის განვითარების ხელშეწყობისთვის. წინ კიდევ ბევრი საქმე გველის“, - განაცხადა გიორგი აგლაძემ.
იმედი
წყარო: imedinews.ge