მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ახვლედიანი დიდ ბრიტანეთზე: ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა
გიორგი ახვლედიანი დიდ ბრიტანეთზე: ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი დიდ ბრიტანეთზე: ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა

იმედი|imedinews.ge

ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედია-პოლიტიკა, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომელმაც საქართველოს ორი მედია საშუალება დაასანქცირა.

წამყვანის კითხვაზე, რომ ბრიტანეთის ელჩმა საქართველოს საგარეო უწყებაში ვერც ერთი არგუმენტი ვერ დაასახელა, თუ რატომ დაუწესებს სანქციები ქართულ მედიას და რატომ იყენებს ლონდონი ისეთ ბრალდებებს, რომელსაც ვერ ასაბუთებს, ახვლედიანმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის ელჩი კონკრეტულ ბრალდებებს არ ასაბუთებს და ვერც დაასაბუთებს.

„ჩვენ ყველას გვესმის, რომ ბუნებრივია, ბრიტანეთის ელჩი მხოლოდ საკუთარი ინიციატივით ვერ იმოქმედებს და იგი გარკვეულწილად, ინგლისის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გარკვეული დღის წესრიგით მოქმედებს. ამ შემთხვევაში ბრიტანეთის ელჩს აქვს დავალებული კონკრეტული განცხადებების კეთება, მაგრამ არ აქვს დავალებული ამ ყველაფერთან მიმართებაში არგუმენტაციის მოძიება. ეს არის ამ შემთხვევაში მთავარი პრობლემა, რომელსაც ქართველი ერი უყურებს უარყოფითად“, - განაცხადა ახვლედიანმა.

იგი დარწმუნებულია, რომ დიდი ბრიტანეთის ელჩს რომ ჰქონოდა დავალებული ასეთი არგუმენტების მოძიება, სავარაუდოდ ელჩი მას ვერ მოიძიებდა.

„ვერ მოიძიებდა მარტივი მიზეზის გამო, რადგან ასეთი არგუმენტი არ არსებობს. ამ შემთხვევაში მათთვის მთავარია, რომ მოახდინონ გარკვეულწილად, საკუთარი პოლიტიკური ინტერესის თავს მოხვევა, ამ შემთხვევაში, კონკრეტულად საქართველოსთან მიმართებაში, კიდევ ვამბობ, ყოველგვარი არგუმენტის გარეშე. მაგრამ, რაც მთავარია, ეს არგუმენტები, თავს მოხვევა უნდა ხდებოდეს იმ მიმართულებით, რასაც ჰქვია, სიტყვის თავისუფლება და მედია-მიმართულება, რაც არის ყველაზე დიდი პრობლემა თავად ბრიტანელებისთვისაც, რადგან ისინი ებრძვიან ამ შემთხვევაში იმ ღირებულებას, სადაც ყველა ვარიანტში წაგებულები არიან. ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში, კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა“, - აღნიშნა ახვლედიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი