მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ახვლედიანი: როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის, „იმედი“ ამის სიმბოლოა
გიორგი ახვლედიანი: როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის, „იმედი“ ამის სიმბოლოა

გიორგი ახვლედიანი: როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის, „იმედი“ ამის სიმბოლოა

იმედი|imedinews.ge

როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის. „იმედი“ ამის სიმბოლოა, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა.

მან ისაუბრა, თუ რა არის ევრობიუროკრატების მიერ ქართული მედიასაშუალებების სანქცირების და უშედეგო თავდასხმების საბოლოო მიზანი.

ახვლედიანს მიაჩნია, რომ მედიის სანქცირების საკითხი ევრობიუროკრატების მხრიდან საქართველოს თავზე მუდმივად ერთგვარი „დამოკლეს მახვილის“ დაკიდების მცდელობაა.

მისივე თქმით, როდესაც იქნება დებატები ევროპარლამენტში, განხილვები ევროსაბჭოში, სხვადასხვა სამიტზე და საკითხები იქნება გამოტანილი, შესაძლოა, მუდმივი სალაპარაკო თემა იყოს ის, რომ თურმე, საქართველოში მედია, ამ შემთხვევაში კონკრეტული, ყველაზე რეიტინგული ტელევიზიები, არიან დასანქცირებულები და ამით მანიპულირება მოხდეს.

„სხვათა შორის, უკვე არაერთმა ევროჩინოვნიკმა სცადა - გავიხსენოთ იგივე გრეგოროვა, რომელმაც პირდაპირ უარი განაცხადა ინტერვიუს მიცემაზე იმ ეგიდით, რომ თურმე, ჩვენ არ გვაქვს უფლება, ვიყოთ ევროპარლამენტის შენობაში, მაშინ როდესაც ეს მოთხოვნა არანაირ რეალობას არ შეესაბამებოდა - აკრედიტაციები უნდა გადაიხედოსო.

პრაქტიკულად, ამით ანტიქართულად განწყობილ პოლიტიკანებს საშუალება მიეცათ იმისა, რომ მანიპულირება მოახდინონ ჩვენთან ურთიერთობაში. პირდაპირ უარი თქვან ინტერვიუზე - პირდაპირ გამოაცხადა, რომ როგორ შეიძლება ჩვენ გველაპარაკონ, როდესაც ვართ დასანქცირებული.

მედიის წინააღმდეგ ბრძოლა ყოველთვის დამარცხებით მთავრდება. ამ ტელევიზიაში ეს ყველამ კარგად იცის და ამ ტელევიზიის მაგალითზე ეს ყველამ კარგად იცის. როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის. იმედი ამის სიმბოლოა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება