მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს
გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს

გიორგი ჩაკვეტაძე: გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს

იმედი|imedinews.ge

„ჩვენმა სამშობლომ განიმტკიცა სუვერენიტეტი. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ეკონომიკური ზრდის ტემპით და ეს უპრეცედენტო მაჩვენებელი თითოეულ მოქალაქეზეც უნდა აისახოს“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ პლენარულ სხდომაზე.

გიორგი ჩაკვეტაძემ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, როგორც ევროპარლამენტის, ისე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციები ხშირად იდენტური შინაარსისაა და საქართველოს მიმართ უსამართლო მოთხოვნებს შეიცავს.

„გვთხოვენ რას? გამჭვირვალობის კანონის გაუქმებას, ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონმდებლობის უკან წაღებას, სანქციების დაწესებას რუსეთის მიმართ, სააკაშვილის გამოშვებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლას. ამის გამო საქართველოს დელეგაციამ ერთ წელზე მეტია, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში მუშაობა შეაჩერა. გამოვთქვით მზადყოფნა, გავაგრძელოთ საქმიანობა, თუ ეს არასამართლიანი დამოკიდებულება შეიცვლება“, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ.

გიორგი ჩაკვეტაძემ ასევე აღნიშნა, რომ საქართველო აქტიურად აგრძელებს თანამშრომლობას ევროპულ დედაქალაქებთან, ინსტიტუტებსა და პარტნიორებთან.

„გვაქვს ვალდებულება, დავიცვათ ეროვნული ინტერესები, რათა ჩვენი ქვეყანა, ზოგიერთების სურვილის მიუხედავად, ბნელ წარსულში აღარასდროს დაბრუნდეს“, - განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

Deutsche Welle: მოლდოვის მთავრობამ ენერგეტიკულ და ჰიდროლოგიურ სექტორებში 30 დღის ვადით მზადყოფნის მაღალი რეჟიმი დააწესა - პრემიერ-მინისტრმა მოქალაქეებსა და ბიზნესსექტორს ენერგორესურსების მაქსიმალური ეკონომიისკენ მოუწოდა

არჩილ ბერიძე: რეგიონების განვითარების მნიშვნელობიდან გამომდინარე, თუ ვინმეს შეიძლებოდა ეს პასუხისმგებლობა აეღო, სწორედ მამუკა მდინარაძეა, გამორჩეული უნარებით, დიდი პოლიტიკური და მენეჯერული გამოცდილებით. რეგიონული განვითარება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი პრიორიტეტია

ნაურუს მთავრობის განცხადება: ნაურუს რესპუბლიკის მთავრობა აცხადებს, რომ უკან იხმობს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებას - შესაბამისად, ნაურუს რესპუბლიკამ დაუყოვნებლივ შეწყვიტა დიპლომატიური ურთიერთობები სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

POLITICO: ტრამპის ჩრდილი ბრიტანეთის ეკონომიკას კვლავ ემუქრება - ინგლისის ბანკმა განაცხადა, რომ ირანში განახლებულმა კონფლიქტმა შესაძლოა ფასების მკვეთრი ზრდა გამოიწვიოს

იმედი