მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ღია წერილზე: ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა
გიორგი ჩაკვეტაძე პრემიერის ღია წერილზე: ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა

იმედი|imedinews.ge

ერთი მხრივ, საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა, - ასე ეხმიანება განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე, პრემიერ - მინისტრ, ირაკლი კობახიძის მიერ ევროკავშირის ხელმძღვანელი პირებისთვის ღია წერილით მიმართვის ფაქტს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, ქართული სახელმწიფო იბრუნებს მის ისტორიულ ფუნქციას და ის თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო ასპარეზზე.

მისივე თქმით, საქართველოს მოსახლეობას აქვს სრული უფლება ევროკავშირისგან მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ღია წერილით მიმართა ევროკავშირის ხელმძღვანელ პირებს და დააფიქსირა ის სათქმელი და კითხვები, რაც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. თანამედროვე ქართული სახელმწიფო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას. ის აღარ არის ვინმეს ინტერესების გატარების არეალი. აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის ერთ-ერთი უძველესი ქვეყანა, ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით, თანაბარუფლებიანად პოზიციონირებს საერთაშორისო პოლიტიკაში.

ერთი მხრივ საქართველოს აბრალებდე დემოკრატიულ უკუსვლას და მეორე მხრივ, არ გმობდე ძალადობას, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარდა, რეალობის ნიველირების მცდელობაა. ამავე სცენარის ნაწილია რადიკალიზმისა და სიძულვილის ენის დაფინანსება და კონკრეტულ დესტრუქციულ ქმედებებზე თვალის დახუჭვით, მათი წახალისება. არავისზე ნაკლები ევროპული ქვეყანა საქართველო არ არის. უფრო მეტიც, ის დასავლური ცივილიზაციის ერთ-ერთი გამორჩეული კერაა.

ქართველ ხალხს აქვს სრული უფლება ევროინტეგრაციის გზაზე მოითხოვოს სამართლიანი დამოკიდებულება და პასუხები მიიღოს ყველა იმ შეკითხვაზე, რომელიც მას ლეგიტიმურად გააჩნია!“, - წერს გიორგი ჩაკვეტაძე.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ძალადობის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 35 სტატია.

  • "დოიჩე ველეს" გამოძიება: "ეპშტეინის ფაილებში" სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი აღმოჩნდარუსთავი 2
  • ქალებზე ძალადობა სასამართლოში - რა ბედი ელის მანდატურების სამსახურის უფროსსტვ პირველი
  • შსს-მ ონისე ოქრიაშვილზე ერთ-ერთი თავდამსხმელი ძალადობის ბრალდებით დააკავაფორმულა
  • პოლიციის პოლკოვნიკმა იოსებ სიგუამ, რომელსაც ცოლი ძალადობაში ადანაშაულებს, თანამდებობა დატოვაBM.GE
ძალადობის →პრემიერ →

მსგავსი სტატიები

ჯორჯია მელონი: მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, დროებით შეაჩეროს შენგენის ზონით გათვალისწინებული თავისუფალი გადაადგილების რეჟიმი ესპანეთთან - ეს საგანგებო ზომაა, რომელიც მიღებულია ეროვნული უსაფრთხოების დასაცავად

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

Corriere della Sera: იტალიის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ესპანეთთან საზღვაო და საჰაერო საზღვრების ჩაკეტვის რეჟიმი ერთი თვის განმავლობაში იმოქმედებს

იმედი

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

სახელმეწიფო დეპარტამენტი ამერიკის მოქალაქეებს მოუწოდებს, ბელგიაში ყოფნისას „გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე“ კრიმინალის, ტერორიზმისა და საზოგადოებრივი არეულობის საფრთხის გამო

იმედი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

თბილისის მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური: ერთადერთი ხე, რომელიც მოიჭრა, მდებარეობდა თავისუფლების მოედანზე. აღნიშნული ჭადარი იყო ფუღუროიანი და არსებობდა მისი წაქცევის რისკი

იმედი