მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გაბუნია მარკო რუბიოს განცხადებაზე: ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. არანაირი პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მოხდება
გიორგი გაბუნია მარკო რუბიოს განცხადებაზე: ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. არანაირი პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მოხდება

იმედი|imedinews.ge

მარკო რუბიოს განცხადება იყო ზოგადი. აქ არ იყო საუბარი კონკრეტულ დეტალებზე და საკითხებზე, - განაცხადა პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ და საზოგადოება „ქართულის“ ლიდერმა, გიორგი გაბუნიამ, რომელიც გამოეხმაურა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას საქართველოს შესახებ, რომელიც მან კონგრესში გამოსვლისას გააკეთა.

მისივე თქმით, ზოგადი მოცემულობა რომ საქართველოს ხელისუფლების მზაობა არის ურთიერთობების გადატვირთვასთან დაკავშირებით, თავად მარკო რუბიომაც გამოხატა და დააფიქსირა.

„გასათვალისწინებელია კითხვა, რომელიც იყო დასმული სრულიად დემაგოგიური ბრალდებები, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ ჯო უილსონისგან და შესაბამისად კითხვა და პასუხიც სრულიად ნათელი მინიშნება იყო იმისა, რომ მარკო რუბიოს ჰქონდა ზოგადი შეფასება და აქ საუბარი არ ყოფილა კონკრეტულ პირობებთან დაკავშირებით.

ხაზი უნდა გაესვას ერთ მნიშვნელოვან დეტალს, რომ საუბარია ურთიერთობების ტრაექტორიაზე და არა პოლიტიკურ ტრაექტორიაზე. არანაირი პოლიტიკური ტრაექტორიის ცვლილება საქართველოს ხელისუფლების მიმართ არ მოხდება, ვინაიდან ის საშინაო თუ საგარეო პოლიტიკა, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ აირჩია, არის ჩვენი ეროვნული ამოცანა და ინტერესები და აქ კომპრომისი არ იქნება არაფრის ფასად“, - აღნიშნა გიორგი გაბუნიამ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ კონგრესმენების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ „საქართველომ გადადგა გარკვეული ნაბიჯები, რაც მიგვანიშნებს, რომ სურთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუმჯობესება“. „ჩვენ მივიღეთ რამდენიმე პოზიტიური გამოხმაურება და ამიტომ, ჩვენი იმედია, რომ ვიხილავთ ტრაექტორიის ცვლილებას საქართველოს შემთხვევაში იმ მდგომარეობიდან, სადაც ის დღეს იმყოფება", - განაცხადა სახელმწიფო მდივანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი