მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით
გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით

გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით

იმედი|imedinews.ge

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

გიორგი გვარაკიძის განცხადებით, ხელშესახები შედეგების მიღწევა შეუძლებელია პროფესიული კადრების, მათი განვითარების და ინსტიტუციური გაძლიერების გარეშე. მისი თქმით, 2025 წელს მაღალი იყო სისტემის ახალი კადრებით შევსების მაჩვენებელი, მათ შორის სტაჟირებისა და ღია კონკურსების მეშვეობით. სტაჟირების პროგრამების ფარგლებში სისტემას 47 ახალი კადრი შეუერთდა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი რაიონული პროკურატურების განახლებასა და გაძლიერებას.

გენერალურმა პროკურორმა ასევე აღნიშნა, რომ 2025 წელს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობოდა თანამშრომელთა პროფესიულ განვითარებასა და მოტივაციის გაზრდას.

გიორგი გვარაკიძემ ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზეც.

ანგარიშის შეჯამებისას გენერალურმა პროკურორმა აღნიშნა, რომ პროკურატურა მომავალშიც გააგრძელებს ღიაობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანი მართლმსაჯულების პრინციპებზე დაფუძნებულ საქმიანობას.

გაზიარება:
IM

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები?

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ

იმედი

ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს

ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს

იმედი

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

იმედი