მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად
გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად

გიორგი ჯინჭარაძე: ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად

იმედი|imedinews.ge

დღეს ზუგდიდში, ეროვნული გმირების პარკში, საქართველოს ეროვნული გმირის, სამხედრო მფრინავის, ზურაბ იარაჯულის ბიუსტი გაიხსნა. ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე აფხაზეთის მთავრობის წევრებთან ერთად დაესწრო. ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ ეროვნული გმირის ბიუსტი გვირგვინით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო.

გიორგი ჯინჭარაძემ სიტყვით გამოსვლისას ზურაბ იარაჯულის გმირობა გაიხსენა, რომელმაც სიცოცხლე სამშობლოს ერთიანობას შესწირა.

„ზურაბ იარაჯული იყო პიროვნება, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე განაგრძობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვას და ჩვენთვის და ჩვენი მომავალი თაობებისთვის გმირობის, ღირსებისა და პატრიოტიზმის შეუფასებელ მაგალითად იქცა.

ჩვენი ვალია, მუდამ გვახსოვდეს ჩვენი ქვეყნის გმირები და ყველაფერი გავაკეთოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად“, - განაცხადა მთავრობის თავმჯდომარემ.

ღონისძიება აფხაზეთის მეომართა კავშირის ორგანიზებით გაიმართა, სადაც სიტყვით აფხაზეთის მეომართა კავშირის თავმჯდომარე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის მეომართა მეთაურთა საბჭოს თავმჯდომარე ლევან ქეცბაია წარდგნენ.

ბიუსტის გახსნას ასევე საქართველოს იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, აფხაზეთის მთავრობის წევრები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ვეტერანები და ზურაბ იარაჯულის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს ეროვნული გმირის, ზურაბ იარაჯულის თვითმფრინავი 1993 წლის 13 ივლისს, სოფელ შრომასთან სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჩამოაგდეს. მან მტრისთვის დანებებაზე უარი განაცხადა და შეტაკებისას დაიღუპა.

აღსანიშნავია, რომ ზუგდიდში მდებარე ეროვნულ გმირთა პარკში ასევე განთავსებულია მერაბ კოსტავას, ჟიული შარტავას, გენო ადამიას, მამია ალასანიას, გურამ გაბესკირიას და 1924 წლის აჯანყების მონაწილეთა ბიუსტები და მემორიალები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იმედი

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

იმედი

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

იმედი