მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების აღიარებაზე: როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული
გიორგი კახიანი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების აღიარებაზე: როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული

გიორგი კახიანი 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების აღიარებაზე: როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული

იმედი|imedinews.ge

საზოგადოებამ პირდაპირ ეთერში ნახა, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი, როგორ განვითარდა და ამას დიდი იურისტობაც არ სჭირდება, რათა ადამიანი მიხვდეს, რომ აქ მძიმე დანაშაულების მთელი კასკადი იყო, - განაცხადა გიორგი კანიანმა „დღის ქრონიკაში“ 4 ოქტომბრის მოვლენებზე საუბრისას.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ აღნიშნა, რომ პროპაგანდა არასწორ შთაბეჭდილებას უქმნის საზოგადოებას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, რის შედეგადაც ისინი მძიმე დანაშაულებს სჩადიან. დეპუტატმა ასევე დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ამ საქმის მონაწილეთა ნაწილმა ბრალი აღიარა და საპროცესო შეთანხმებაზე წავიდა.

„როგორც ჩანს, მიხვდნენ ეს ადამიანები, რომ ძალიან მძიმე დანაშაულები ჩაიდინეს. მათ აღიარეს დანაშაული. ბუნებრივია, მათთან საპროცესო შეთანხმება გაფორმდა და ზოგადად, საპროცესო შეთანხმება არის საშუალება, რომ პასუხისმგებლობა იყოს უფრო მსუბუქი, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით არის გათვალისწინებული. ამ შემთხვევაში ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება და იმედი მაქვს, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც შეიძლება შეცდომაში იყო შეყვანილი პროპაგანდით, რომელსაც აქტიურად ეწევიან ოპოზიციური ტელევიზიების მეშვეობით, უკვე ხვდება, რომ ეს იყო არასწორი მოქმედებები“, - განაცხადა კახიანმა.

ალექსანდრე ხაბეიშვილი, ბექა ქელეხსაშვილი, გიორგი მულაძე, მამუკა ლაბუჩიძე, გურიელ ქარდავა, ავთანდილ სურმანიძე, თემურ ქურციკიძე - ესენი არიან ის პირები, რომლებმაც 4 ოქტომბრის ძალადობრივ მოვლენებთან დაკავშირებით დანაშაული აღიარეს.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

ფრიდრიხ მერცი: ესპანეთს სურს და ვალდებულია, რაც შეიძლება სწრაფად აღადგინოს კონტროლი სეუტაში შექმნილ ვითარებაზე

იმედი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

კახა კალაძე რობერტ სტურუას: დიდია თქვენი წვლილი თანამედროვე ქართული თეატრის განვითარებაში. თქვენმა შემოქმედებამ, რომელმაც შექმნა თეატრალური ეპოქა, მთელს მსოფლიოს გააცნო ქართული თეატრი

იმედი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი სეუტაში განვითარებულ მოვლენებზე: ეს მიუღებელი ინციდენტი ესპანეთის მთავრობის იმ მიზანმიმართული ძალისხმევის პირდაპირი შედეგია, რაც ევროპაში მასობრივი უკანონო მიგრაციის ხელშეწყობასა და წახალისებას გულისხმობს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ესპანური მედია: მაროკოდან სეუტაში მიგრანტების მასობრივი შეჭრის შემდეგ, ესპანური ანკლავის სანაპიროზე სამართალდამცველებმა ბოლო საათების განმავლობაში კიდევ 43 ადამიანის ცხედარი იპოვეს

იმედი