მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი კახიანი: ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი შეფასებებია გაკეთებული. გვაქვს ობიექტური კვლევა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ შეიძლება ჰქონდეს. და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს რეზოლუცია, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს
გიორგი კახიანი: ორი ერთმანეთისგან გამომრიცხავი შეფასებებია გაკეთებული. გვაქვს ობიექტური კვლევა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ შეიძლება ჰქონდეს. და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს რეზოლუცია, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს

იმედი|imedinews.ge

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა „დღის ქრონიკასთან“ იმ მიდგომებზე ისაუბრა, რომელიც ევრობიუროკრატებს საქართველოსთან მიმართებით აქვს.

მისი თქმით, ერთ მხარს დგას დემოკრატიის აღქმის 2026 წლის ანგარიში, რომელშიც საქართველო მთავრობის გამჭვირვალეობით ევროპაში ერთპიროვნულად ლიდერობს, არჩევნების პოზიტიური გავლენით ევროპაში მეორე ადგილზეა, გლობალური აღქმის ინდექსით კი ევროპის საუკეთესო ოცეულშია. მეორე მხარეს კი დგას საფრანგეთში მიღებული რეზოლუცია, რომ თურმე საქართველოში არჩევნები გაყალბდა და არის დემოკრატიული უკუსვლა.

გიორგი კახიანის განცხადებით, როდესაც მიდგომა არის ობიექტური საქართველო არის ლიდერი ყველა მიმართულებით.

„ორი ერთმანეთისგან სრულიად გამომრიცხავი შეფასებებია გაკეთებული. ერთი მხრივ გვაქვს ობიექტური კვლევა, რომელსაც არანაირი პოლიტიკური ქვეტექსტი არ შეიძლება ჰქონდეს. და მეორე მხრივ, ჩვენ გვაქვს საფრანგეთის ეროვნული საბჭოს რეზოლუცია, რომელიც ემყარება ისეთ მოსაზრებებს, რომელიც მაგალითად, იყო აღწერილი ევროპარლამენტის მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში. ანუ არის აღქმებზე, არარეალურ ფაქტებზე დამყარებული დოკუმენტი, რომელსაც პოლიტიკური კონტექსტი აქვს.

ეს ძალიან ბევრი რამის მთქმელია. მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში - ეს ერთი კვლევა და რეზოლუცია მოვიყვანე მაგალითად, თორემ ასეთი მაგალითი ხომ ძალიან ბევრი გვაქვს ბოლო წლების განმავლობაში.

ეს რაზე მიუთითებს, რას გვედავებიან? რატომ თვლიან, რომ საქართველოში არის დემოკრატიული უკუსვლა და რატომ გვესაუბრებიან სანქციებისა და შანტაჟის ენით? თუნდაც საფრანგეთის რეზოლუცია რომ ნახოთ, იქ ისეთი კონტექსტია, თითქოს 2024 წლის არჩევნებში გაყალბებას ჰქონდა ადგილი. ანუ ის აღქმა, რომელიც შეიქმნა 2024 წლის არჩევნების დროს, რომ თითქოს არჩევნები გაყალბდა, ეს აღქმა მოჰყვება დღევანდელ დღემდე“, - განაცხადა გიორგი კახიანმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

პოლიციამ თბილისში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 3 პირი

იმედი

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ორი პირი დააკავეს

იმედი

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს

იმედი

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

პოლიციამ ქუთაისში ქურდობის მცდელობის ბრალდებით ერთ პირი დააკავა

იმედი