მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა
გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

გიორგი ფანგანმა ენერგეტიკის საკითხების შესახებ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა

იმედი|imedinews.ge

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) მიწვევით, მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკის საკითხების შესახებ მაღალი დონის კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაში - „აღმოსავლეთ პარტნიორობის პერსპექტივები და სამომავლო გეგმები”.

სიტყვით გამოსვლისას გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ენერგეტიკული სექტორის პრიორიტეტებზე, გამოწვევებსა და შესაძლებლობებზე. დეტალურად ისაუბრა რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ევროკავშირის ენერგეტიკულ მოთხოვნებთან შესაბამისობასა და საქართველოს ენერგეტიკული ჰაბის პოტენციალზე.

„საქართველოს, როგორც რეგიონული ენერგეტიკული ჰაბის განვითარება ეფუძნება მის უნიკალურ გეოგრაფიულ მდებარეობას, მეზობელ ქვეყნებთან არსებულ სტრატეგიულ ენერგეტიკულ კავშირებსა და საქართველოს განახლებადი ენერგიის მნიშვნელოვან პოტენციალს. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც წარმოადგენს ახალ შესაძლებლობას საქართველოსთვის, გააძლიეროს საკუთარი როლი ევროპასა და კავკასიის რეგიონს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მიმართულებით. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის განვითარებას, ენერგეტიკული უსაფრთხოების გაძლიერებას, განახლებადი ენერგიისა და საქართველოს ევროპულ ენერგეტიკულ სივრცესთან ინტეგრაციას. მარეგულირებელი კომისია, სემეკი აქტიურად არის ჩართული საქართველოს ენერგეტიკული სექტორის შესაძლებლობების განვითარებაში. სემეკის მიერ შემუშავებული ეფექტიანი რეგულაციები ხელს უწყობს ენერგეტიკული პროექტების წარმატებით განხორციელებას“, - აღნიშნა გიორგი ფანგანმა.

14-15 ივლისს საბერძნეთში, ქ.ათენში, ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ორგანიზებით ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში სუფთა ენერგიაზე გადასვლისა და დაკავშირებადობის ხელშეწყობის შესახებ - EU4Energy III ფაზა ევროკავშირის პროექტის" ფარგლებში, მაღალი დონის კონფერენცია გაიმართა, სახელწოდებით ,,ენერგეტიკული მომავლის დაკავშირება: ინტერკონექტორები და განახლებადი ენერგიის ინტეგრაცია დაკავშირებადობის დღის წესრიგი“. კონფერენციაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ქვეყნის სამთავრობო და ენერგეტიკის სექტორში მოქმედი ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

იმედი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი