მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებაზე: წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის შესაბამისი სერტიფიკატი და წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება დაწესებულებაში. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ნომერ მეხუთე დაწესებულებაში არ მოსულა
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებაზე: წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის შესაბამისი სერტიფიკატი და წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება დაწესებულებაში. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ნომერ მეხუთე დაწესებულებაში არ მოსულა

იმედი|imedinews.ge

ელენე ხოშტარიასთან პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით შეფერხება არ ყოფილა. განცხადება სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია და ამ დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ პენიტენციურ დაწესებულებაში ექიმის დაშვება წუთების განმავლობაში მოხდება.

„ეს პროცესი, რომელიც ზოგადად მიმდინარეობს ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, აბსურდის თეატრს ემსგავსება, იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. ლაბორატორიული კვლევების პასუხები საბედნიეროდ, არის უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია. ეს მართლაც ღიმილისმომგვრელია. ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ასევე შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს. წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება დაწესებულებაში. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა“, - განაცხადა პატარიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

მარინ ლე პენი საფრანგეთში წინასაარჩევნო სოციოლოგიური გამოკითხვების ლიდერად რჩება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

კანადამ ევროკავშირთან „უნიკალური ალიანსის“ შექმნის ინიციატივა წამოაყენა

იმედი