მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა

იმედი|imedinews.ge

სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ მათ ჰქონდათ ეჭვი კონკრეტულ დაავადებაზე, და ჩვენ განვაცხადეთ არაერთგზის, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები ჩატარდა კონკრეტულად ამ დაავადების მიმართულებით და გახსოვთ ჩემი სიტყვები, რომ საბედნიეროდ ეს დაავადება მას არ დაუდასტურდა, - განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ ელენე ხოშტარიაზე საუბრისას.

მისივე თქმით, ელენე ხოშტარია დაახლოებით ორი დღის განმავლობაში გადავა კლინიკა „ვივამედში“.

„ქალბატონ მაკა იოსელიანსა და ანა ქავთარაძესთან შევთანხმდით, რომ როგორც ჩვენი მსჯავრდებულის ინტერესების გამომხატველები სამედიცინო მიმართულებით, ანუ, მისი ექიმები, ჩვენ თანახმა ვართ, რომ მსჯავრდებული ხოშტარია გადავიყვანოთ სამოქალაქო სექტორის კლინიკაში. ეს არის სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედი“, რომელთანაც პენიტენციურ სამსახურს აქვს ხელშეკრულება და, შესაბამისად, უკვე კლინიკა „ვივამედში“ ქალბატონი მაკას და ანას მეთვალყურეობით მსჯავრდებული ხოშტარია გაივლის შესაბამის დამატებით კვლევებს. უახლოეს დღეებში, დაახლოებით ორი დღის განმავლობაში, მსჯავრდებული გადავა კლინიკა „ვივამედში““, - აღნიშნა გიორგი პატარიძემ.

ამასთან, გიორგი პატარიძე ამბობს, რომ სპეკულაციები მსჯავრდებულზე უარყოფითად აისახება.

„სპეკულაციები, რომლებიც ამ დღეებში იყო, ზოგადად, თითოეულ მსჯავრდებულზე აისახება ძალზედ უარყოფითად. მას შემდეგ, რაც ჩვენ მოვითხოვეთ სპეციალიზირებულ ექიმთან შეხვედრა, გასულია ორი დღე და პრაქტიკულად მივედით გადაწყვეტილებამდე, რომელიც არის მსჯავრდებულ ხოშტარიას საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.

ჩვენ ამ დღეებში აღვნიშნავდით, სწორედ დაინტერესებულმა მხარემ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ ეჭვი ჰქონდათ კონკრეტულ დაავადებაზე. ჩვენ არაერთგზის განვაცხადეთ, რომ შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები იქნება ჩატარებული ამ დაავადების მიმართულებით. საბედნიეროდ, მას ეს დაავადება არ დაუფიქსირდა. არაერთგზის ჩატარდა შესაბამისი კვლევები“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი