მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, კვლევების პასუხები საბედნიეროდ, არის უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი
გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიაზე: მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა, კვლევების პასუხები საბედნიეროდ, არის უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებით, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი

იმედი|imedinews.ge

ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ განმარტება გააკეთა.

„ეს პროცესი, რომელიც ზოგადად მიმდინარეობს ელენე ხოშტარიასთან მიმართებით, აბსურდის თეატრს ემსგავსება, იქიდან გამომდინარე, რომ მსჯავრდებულის მოთხოვნის შემდეგ მას მყისიერად ჩაუტარდა ყველა საჭირო ლაბორატორიული კვლევა. ლაბორატორიული კვლევების პასუხები საბედნიეროდ, არის უარყოფითი, კონკრეტულად იმ დაავადებასთან მიმართებაში, რომელზეც მსჯავრდებულს ჰქონდა ეჭვი. მსჯავრდებულთან დაწესებულებაში პირადი ექიმის დაშვებასთან დაკავშირებით არანაირი შეფერხება არ ყოფილა.

ჩვენი მხრიდან მოთხოვნილი იყო სავალდებულო, მინიმალური სახის დოკუმენტაცია. ეს მართლაც ღიმილისმომგვრელია. ეს იყო პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ქსეროასლი, ასევე შესაბამისი დარგის სპეციალობის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც მერწმუნეთ, ნებისმიერ ექიმს, რა თქმა უნდა, უნდა ჰქონდეს. წარმოადგინონ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ექიმის შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომ ეს ექიმი არის შესაბამისი დარგის სპეციალისტი და სულ რაღაც წუთების განმავლობაში მოხდება დაშვება დაწესებულებაში. მის მიერ მოთხოვნილი ექიმი ჩვენთან, ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში მოსული არ ყოფილა“, - განაცხადა პატარიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ადგილობრივ მოსახლეობას და მოწვეულ სტუმრებს სახალხო დღესასწაული „ხინოწმინდობა“ მიულოცა

იმედი