მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი
გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი

იმედი|imedinews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.

გიორგი პატარიძემ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო კადრების გავრცელების გადაწყვეტილება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო №6 პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს, და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს 2026 წლის 3 მარტიდან მოყოლებული მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული და დაარქივებული უწყვეტი კადრები.

„აქვე გავიმეორებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულ დავითაძის სრულ გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2026 წლის 3 მარტიდან დღეის ჩათვლით“, – განცხადა გიორგი პატარიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველმა ხალხმა გაიმარჯვა ბოროტების იმპერიაზე. რომ არა ამ გამარჯვების მთავარი შემოქმედის ბიძინა ივანიშვილის და მისი ოჯახის სახელმწიფოებრივი, უაღრესად გაბედული თუმცა ძალიან რისკიანი გადაწყვეტილება, არ გვექნებოდა სახელმწიფო. სწორედ ამას არ პატიობენ ამ ოჯახს. ამიტომ არის, რომ გამალებით ესხმიან თავს და ათასგვარ ცილისწამებას ჩადიან მის მიმართ

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ფაქტზე, ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო

იმედი

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

POLITICO: საფრანგეთი აშშ-ის წნეხის ფონზე ევროკავშირს ნავთობისა და დიზელის რეზერვების გამოყენებას სთავაზობს

იმედი

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული: პირიქითა და პირაქეთა ხევსურეთში მზის მიკროსადგურები ჯამში 58 ოჯახს დაუმონტაჟდა, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ხელისუფლების მიერ გაცხადებულ პოლიტიკას, რომელიც ემსახურება მაღალმთიანი რეგიონების განვითარებას, სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას, მოსახლეობის დამაგრებას და ტურიზმის განვითარებას