მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი
გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი

გიორგი პატარიძე: მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი

იმედი|imedinews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მსჯავრდებულ გიორგი დავითაძესთან დაკავშირებით უწყების მიერ გავრცელებულ ვიდეოკადრებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი ადგილი არ ჰქონია.

გიორგი პატარიძემ №6 პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს დაკისრებული მოვალეობების ღირსეულად შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.

„საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, დღეს პენიტენციურმა სამსახურმა მიიღო კადრების გავრცელების გადაწყვეტილება. გავრცელებულ ვიდეომასალაში ნათლად ჩანს, რომ არამცთუ ღირსების შემლახავ ფაქტებს, არამედ ძალის გადამეტებასაც კი არ ჰქონია ადგილი, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო №6 პენიტენციური დაწესებულების უკლებლივ ყველა თანამშრომელს, და მინდა, აღვნიშნო, რომ ისინი გამოირჩევიან მაღალი პროფესიონალიზმით“, – განაცხადა გიორგი პატარიძემ და კიდევ ერთხელ გამოთქვა მზადყოფნა, დაინტერესებულ მხარეებს გადასცეს 2026 წლის 3 მარტიდან მოყოლებული მსჯავრდებულ დავითაძესთან დაკავშირებით გადაღებული და დაარქივებული უწყვეტი კადრები.

„აქვე გავიმეორებ და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაინტერესებულ მხარეებს, რომ კანონმდებლობის სრული დაცვით გამოითხოვონ შესაბამისი ვიდეომასალა, რომელიც ითვალისწინებს მსჯავრდებულ დავითაძის სრულ გადაადგილებას №6 პენიტენციური დაწესებულების ტერიტორიაზე 2026 წლის 3 მარტიდან დღეის ჩათვლით“, – განცხადა გიორგი პატარიძემ.

მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველას, თავი შეიკავონ ცრუ და მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ერთ-ერთი უმსხვილესი ტაილანდური კონგლომერატის Charoen Pokphand Group - ის (CP Group) თავმჯდომარეს შეხვდა

იმედი

AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს

AP: აშშ ახლო აღმოსავლეთში დამატებით 9 000 სამხედროს და მესამე ავიამზიდს აგზავნის. ტრამპი ირანზე ახალ დარტყმებს განიხილავს

იმედი

ირაკლი ზარქუა: როდესაც, ერთი მხრივ, ევროკავშირის ლიდერები ხელოვნურად, მიზანმიმართულად ყოფენ ქართველ ხალხს და საქართველოს მთავრობას, ხოლო, მეორე მხრივ, ევროკომისიის კვლევა ამბობს, რომ საქართველო მთავრობის ნდობის რეიტინგში ევროკავშირის მასშტაბით მეხუთე პოზიციაზეა, ეს ადასტურებს ევროპული ბიუროკრატიის  მტრულ განწყობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელსაც იოტისოდენა საფუძველიც კი არ აქვს

არჩილ გორდულაძე: ევროკომისიის კვლევამ ევროკავშირის ბიუროკრატიას ცივი წყალი გადაასხა. ხშირად ვხედავთ და ვისმენთ მათი მხრიდან ქართველი ხალხის და საქართველოს მთავრობის განცალკევების, დაყოფის განცხადებებს და ქმედებებს. მათივე კვლევით აღმოჩნდა, რომ ქართველი ხალხი სწორედ საქართველოს მთავრობას ენდობა