მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები
გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები

გიორგი პატარიძე: ორშაბათს ქალბატონ მაკასთან შეხვედრის შემდეგ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მკურნალობის ტაქტიკა, დამატებითი კვლევები და სხვა თანმდევი პროცედურები

იმედი|imedinews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელის გიორგი პატარიძის განცხადებით, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ორშაბათს მისი ექიმი მოინახულებს, გასინჯავს დეტალურად და ამის შემდეგ შეხვედრა შედგება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც შემდგომი მკურნალობის ტაქტიკა დაიგეგმება.

„პირველ რიგში, მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ქალბატონ მაკა იოსელიანს. ჩვენ გვქონდა საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი, დეტალურად განვიხილეთ ყველა ის შემდგომი პროცესი, რაც საჭირო იქნება მსჯავრდებულის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. დავიგეგმეთ, რომ ორშაბათს ქალბატონი მაკა კვლავ განახორციელებს ვიზიტს პენიტენციურ დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დაიგეგმება ტაქტიკა მკურნალობის, დამატებითი კვლევების და სხვა თანმდევი პროცედურების. როგორც აღვნიშნე, ქალბატონი მაკა დაწესებულებაში შევა ორშაბათს, კვლავ მოხდება მსჯავრდებულის გამოკვლევა უფრო დეტალური და შემდგომ, უკვე ჩვენ შევიკრიბებით, რა თქმა უნდა, ჩვენ სამედიცინო გუნდთან ერთად ქალბატონ მაკასთან და გვექნება უკვე გასინჯვის შემდგომი განხილვა და შემდგომი მკურნალობის ტაქტიკის დაგეგმვის პროცედურები“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ და აღნიშნა, რომ განსაკუთრებულ პერსონალურ მონაცემების გათვალისწინებით დამატებით დეტალებზე ვერ ისაუბრებს.

კითხვაზე, შეხვედრის ფარგლებში აჩვენეს თუ არა ექიმებს ელენე ხოშტარიას კადრები, გიორგი პატარიძემ განმარტა:

„კიდევ ერთხელ, მოკლებული ვარ შესაძლებლობას დამატებითი კომენტარი გავაკეთო. ორშაბათს ქალბატონი მაკა შებრძანდება დაწესებულებაში, მოინახულებს მსჯავრდებულს და შემდგომ უკვე დავიგეგმებით მის შემდგომ მკურნალობის ტაქტიკაზე. მე მოკლებული ვარ შესაძლებლობას პასუხი გაგცეთ ამაზე“,-განაცხადა გიორგი პატარიძემ.

რაც შეეხება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას კლინიკაში გადაყვანის საკითხს როგორც გიორგი პატარიძემ განმარტა აღნიშნული საკითხი დაზუსტდება მას შემდეგ რაც მას მკურნალი ექიმი მოინახულებს.

„ქალბატონი მაკა შევა ორშაბათს. შესაბამისად 2 საათზე იქნება ჩვენთან უკვე სამსახურში და ჩვენ სამედიცინო გუნდთან ერთად განვიხილავთ პროცესებს, რომელიც სამომავლოდ დაიგეგმება მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას მიმართ. დაველოდოთ, ნუ გავასწრებთ მოვლენებს. დაველოდოთ, ქალბატონ მაკას ორშაბათს შევხვდებით და შემდგომ დეტალურად გაგაცნობთ უფრო ინფორმაციას“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

სომხეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი ბათუმში საჩვენებელ სამაშველო ოპერაციას დაესწრო

იმედი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა

იმედი

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

Reuters: უნგრეთის მთავრობამ ორბანის ეპოქის ანტიLGBTQ+ კანონების გაუქმების კანონპროექტი წარმოადგინა

იმედი

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

POLITICO: „ჰუსიტების“ წინსვლა ტრამპს მხოლოდ ცუდ არჩევანს უტოვებს

იმედი