მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა
გიორგი პატარიძე: პენიტენციური დაწესებულების დირექტორს ირაკლი ღარიბაშვილთან მიმართებით დამატებითი პაემნით წახალისების შესახებ სამართლებრივი აქტი არ გამოუცია, შესაბამისად, პაემანი ვერც ჩაინიშნებოდა და ვერც გაუქმდებოდა

იმედი|imedinews.ge

სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე მტკნარ სიცრუეს უწოდებს სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას, თითქოს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილს წახალისების სახით ჩანიშნული ჰქონდა პაემანი, რომელიც პენიტენციურ დაწესებულებაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო გაუქმდა.

როგორც პატარიძე განმარტავს, მსჯავრდებულ ღარიბაშვილს დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი სრულად აქვს ამოწურული.

„სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გვიწევს პენიტენციურ სამსახურს განმარტების გაკეთება მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ვითომდა გაუქმებულ პაემანთან დაკავშირებით. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე გამომდინარე იქიდან, რომ მას სრულად აქვს №12 პენიტენციური დაწესებულების დებულებით გათვალისწინებული პაემნების ლიმიტი ამოწურული“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ.

მისივე თქმით, მსჯავრდებულ ღარიბაშვილთან დაკავშირებით დაწესებულების დირექტორს არც დამატებითი პაემნით წახალისების თაობაზე გამოუცია სამართლებრივი აქტი, შესაბამისად, პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულა.

„აქვე განვმარტავ, რომ დაწესებულების დირექტორს სრული უფლება აქვს გამოსცეს შესაბამისი სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულის პაემნით წახალისებასთან მიმართებაში, თუმცა ამ შემთხვევაში მსგავსი აქტი გამოცემული არ ყოფილა და შესაბამისად, ვერც პაემანი ვერ იქნებოდა ჩანიშნული“, - განაცხადა გიორგი პატარიძემ და მოუწოდა ყველას თავი შეიკავონ არასწორი ინფორმაციის გავრცელებისგან.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

თემა: ღარიბაშვილის

ამ თემას 6 ქართული წყარო აშუქებს — სულ 153 სტატია.

  • პენიტენციური ღარიბაშვილზე: პაემანი არც ჩანიშნულა და არც გაუქმებულაფორმულა
  • ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ცხოვრებაში შეეშალოს, მაგრამ განსაცდელი უნდა მიიღო კაცურად - კახა კალაძე ღარიბაშვილზეBM.GE
  • ღარიბაშვილი მორიგ წერილს ავრცელებს და მდინარაძე-კობახიძეზე საუბრობსნეტგაზეთი
  • "პირველების" ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილთან სახალხო დამცველი შევატვ პირველი
ღარიბაშვილის →

მსგავსი სტატიები

გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

გივი მიქანაძემ თურქმენეთში შოთა რუსთაველის ძეგლი გვირგვინით შეამკო

იმედი

კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა

კიევში დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს შორის ორმხრივი სროლა მოხდა

იმედი

ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

ნიკოლოზ სამხარაძე ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთო-ს უმაღლეს კომისარს შეხვდა

იმედი

ესტონეთის ახალ პრეზიდენტად იულე მადიზე აირჩიეს

ესტონეთის ახალ პრეზიდენტად იულე მადიზე აირჩიეს

იმედი