მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი პატარიძე: რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ელენე ხოშტარიამ ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, 9 ივნისს კი ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები
გიორგი პატარიძე: რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ელენე ხოშტარიამ ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს და უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია, 9 ივნისს კი ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები

იმედი|imedinews.ge

ადვოკატებმა ბრიფინგზე განაცხადეს მორიგი მტკნარი სიცრუე, ვითომდა თურქეთის მხარისგან მათ მიიღეს სამედიცინო რეკომენდაციები და გადმოსცეს პენიტენციურ სამსახურს. ეს რეკომენდაცია თავად მსჯავრდებულმა ჩვენს სამედიცინო გუნდს გადასცა 21 მაისს. შესაბამისად, ჩვენი მხრიდან დაიგეგმა შესაბამისი დარგის სპეციალისტის მოძიება. უკვე 5 ივნისს მას გაეწია შესაბამისი კონსულტაცია; 9 ივნისს ჩაუტარდა შესაბამისი მიმართულების ლაბორატორიული კვლევები. ამ წუთებში მას უკვე გაწეული აქვს კვლევის შემდგომი კონსულტაცია და უკვე სამომავლოდ დაგეგმილია შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკა, – ასე გამოეხმაურა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ადვოკატების განცხადებას.

გიორგი პატარიძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულები უზრუნველყოფილნი არიან საჭირო სამედიცინო მომსახურებით და მოუწოდებს დაინტერესებულ მხარეებს, თავი შეიკავონ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისაგან.

„ხაზგასმით მინდა, აღვნიშნო, რომ უკლებლივ ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში საჭიროებისამებრ ყველა ბრალდებულს/მსჯავრდებულს მიეწოდება მაღალი სტანდარტის სამედიცინო სერვისები“, – განაცხადა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

2026 წლის 8 თვეში საქართველოს საზღვაო, სარკინიგზო და საავიაციო გადაზიდვებმა ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

იმედი

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით, კანონპროექტის წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფის მიერ შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობის საკითხი განიხილა

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის გამანაწილებლის რეაბილიტაცია იწყება

იმედი

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

ახალგაზრდული იდეის ფარგლებში, გარდაბნის მუნიციპალიტეტში ღონისძიება „საინტერესო სტუმარი“ გაიმართა

იმედი