მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი ქართველიშვილი: ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები არიან
გიორგი ქართველიშვილი: ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან. როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი ადამიანები არიან

იმედი|imedinews.ge

ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა საზოგადოება კიდევ ერთხელ დაარწმუნა, რომ ჩვენი იდენტობა, ტრადიციები, ღირებულებები და მართლმადიდებლური რელიგია, ასევე ის მოღვაწეები, რომლებიც სხვადასხვა დროს ქართულ კულტურას ამდიდრებდნენ, ჩვენს ხალხს წინ მიუძღოდნენ და სამშობლოს ყველაფრის ფასად იცავდნენ, პერიოდულად კოორდინირებული თავდასხმის სამიზნე ხდებიან, - განაცხადა MMA-ის მებრძოლმა, გიორგი ქართველიშვილმა პრესკონფერენციაზე, სადაც ახალი მოძრაობის შექმნა დააანონსა.

ქართველიშვილის განცხადებით, ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ ხელოვნური, მიზანმიმართული პროცესია. შემდეგ კი, ამ ყველაფრის აქტიურად განხილვა და ნორმალიზება ეროვნული ღირებულებების გაუფასურებას ისახავს მიზნად.

„როგორც წესი, მსგავსი კამპანიების ავტორები ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის მატარებელი, ქვეყნის გარედან დაფინანსებული ჯგუფები, პოლიტიკოსები, ე.წ. აქტივისტები, მედიის წარმომადგენლები თუ მათთან აფილირებული ადამიანები არიან. ეს ადასტურებს, რომ ყოველივე ქართულზე შეტევა არა ბუნებრივი, არამედ მიზანმიმართულად დაგეგმილი და ხელოვნურად აგორებული პროცესია, რაც, თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში, ხშირად უკონტროლო სახეს იღებს.

ქართველი ხალხისთვის საამაყო წინაპრების, კულტურისა და იდენტობის შეურაცხყოფა, შემდეგ კი აღნიშნული საკითხების აქტიურად განხილვა და მცდელობა, რომ ეს ყველაფერი ჩვენი მოსახლეობისთვის ნორმად იქცეს, მხოლოდ იმ ეროვნული შემაკავშირებლების გაუფასურებას ისახავს მიზნად, რომლების გარშემოც ქართველია ერია გაერთიანებული“, - აცხადებს გიორგი ქართველიშვილი.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

ბიძინა გიორგობიანი AfD-ის წარმატებაზე: ეს არ შეცვლის გერმანიის პოლიტიკას 2 დღეში, თუმცა ძლიერი ბიძგი იქნება ცვლილებებისთვის

იმედი

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

მოლდოვის მთავრობა ადასტურებს, რომ კიშინიოვის აეროპორტიდან ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავის აფრენა დრონმა შეაყოვნა

იმედი

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

Carnegie Europe: ევროპას საკუთარ თავში დამაჯერებლობა აკლია

იმედი

იაგო ხვიჩია გვარამიას განცხადებაზე: აგენტი ვარ ვიღაცის და თან მარტო მე კი არა, მაგალითად ანა წითლიძეც, რადგან ის იგულისხმება „დედალ იაგოებში“, შეიძლება ნანუკა ჟორჟოლიანიც. ესენი ყველა აგენტები არიან და გვარამია არის ერთადერთი ჭეშმარიტი ნაცი, რომელიც ქოცებს ებრძვის