მთავარი
იმედიწყარო
  1. მთავარი
  2. იმედი
  3. გიორგი სოსიაშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა, შემდგარი სახელმწიფოა - ჩვენი შეხედულებები ბევრი მიმართულებით ემთხვევა
გიორგი სოსიაშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა, შემდგარი სახელმწიფოა - ჩვენი შეხედულებები ბევრი მიმართულებით ემთხვევა

გიორგი სოსიაშვილი: ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა, შემდგარი სახელმწიფოა - ჩვენი შეხედულებები ბევრი მიმართულებით ემთხვევა

იმედი|imedinews.ge

ჩვენ მსოფლმხედველობრივი და იდეოლოგიური სრული თანხვედრა გვაქვს აშშ-ს ადმინისტრაციასთან. ბევრი მიმართულებით ემთხვევა ჩვენი შეხედულებები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილმა.

მისვე თქმით, ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ძალიან კარგად ხედავს, რომ საქართველო წარმატებული ქვეყანაა, შემდგარი სახელმწიფოა.

„საქართველო, მიუხედავად მის წინააღმდეგ განხორციელებული ძალიან ბევრი ძალადობრივი აქტისა, ჩამოყალიბდა ერთ-ერთ მძლავრ მოთამაშედ რეგიონში, რომელსაც თავისი სიტყვა ეთქმის. საქართველოს შეუძლია თავისი ადგილმდებარეობა და გეოპოლიტიკური მოცემულობა გამოიყენოს სამომავლოდ თავისი ინტერესებისთვისაც.

საქართველო განიხილება რეგიონში როგორც სერიოზული პარტნიორი, რომელიც დამაკავშირებელი რგოლია. რაც არ უნდა სცადონ გეოგრაფიული მოცემულობის შეცვლა კალასებმა და მისმა მსგავსმა ჩინოვნიკებმა, ბუნებრივია, გეოგრაფიას ვერ შეცვლიან. შუა დერეფანი ჩვენი ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია, რომელსაც საქართველო ყოველთვის გამოიყენებს საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე“, - აღნიშნა სოსიაშვილმა.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის იუბილეს მილოცვისთვის მადლობის წერილი გაუგზავნა. „სუვერენიტეტის, უსაფრთხოებისა და ხანგრძლივი კეთილდღეობის მხარდასაჭერად ერთობლივი მუშაობით შეგვიძლია მნიშვნელოვანი პროგრესის მიღწევა. მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას, რათა ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“, - აღნიშნულია წერილში.

გაზიარება:

იმედი

წყარო: imedinews.ge

ორიგინალი სტატია

მსგავსი სტატიები

თამარ იოსელიანი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარება უმნიშვნელოვანესია, რადგანაც ის მოგვცემს შესაძლებლობას, მივიღოთ უფრო მეტი ტვირთი და შავი ზღვის რეგიონში ჩვენი ქვეყანა კონკურენტუნარიანი გავხადოთ

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სამშენებლო სექტორში შრომის უსაფრთხოების სტანდარტების გამკაცრებასა და აღსრულების მექანიზმებზე ჯანდაცვის სამინისტროში კერძო სექტორთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ღამის საათებში სატრანსპორტო საშუალებების გადაჭარბებულ ხმაურზე კონტროლი და სანქციები მკაცრდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საავტომობილო მოძრაობის ახალი სქემა. რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის გამო, რამდენიმე ქუჩაზე, დროებით ორმხრივი მოძრაობა დაწესდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იმედი